იღვიძებს მუზა დილით, დასიებული თვალებითა და შესუსტებული გულით. არ უნდა გარშემო არავინ და არაფერი.

ისწორებს გუშინდელ კიკინებს და საკუთარი ფანჯრის რაფაზე კალათდება. ჯიბიდან წითელ მალბოროს აძრობს და უსასრულობაში იცქირება. (წინ წყალი გადაკრობია ჰორიზონტს, ამიტომაც უსასრულობაში.) 

იღვიძებს სიგარეტის მოწევაში და ახსენდება, რომ ბაი აღარ ყავს. 

(ყველაზე დამღლელი და მტკინვეული ნაწილი მისი დღისა.) 

ჩაეცინა საკუთარ უბედობაზე. 

- ალბათ ასე იყო საჭირო.

მისთვის, თუმცა მაინც ხმამაღლა ამბობს და რაფიდან ძირს (ოღონდ იატაკზე) ეშვება. 

ბაის შავ მაისურსა და შავ ჯინსებს ირგებს, ბათინკას იცვამს, მოსაცმელს ჩანთაზე ჰკიდებს და სახლიდან გადის.

მასთან უნდა.

-შენთან მინდა.

ყურსასმენებში რადიოჰედის "მათ სიმღერას" უსმენს და დაუყვება ქუჩას სადაც ბაი აღარ შეხვდება, რადგან ბაი აღარც მის ცხოვრებაშია, აღარც ამ ქალაქში და აღარც ამ ქვეყანაში.

- შენთან მინდა.

თვალები ცრემლით ევსება.

ჩადის "მათ ადგილას."

ჩანთიდან უბის წიგნაკს იღებს და იწყებს წერას.

"შენთან მინდა. შენთან მინდა ახლა და მენდომება მერე. შენთან მინდა ახლა, შენს მკლავებში გახვეული, შენს სურნელს შევიგრძნობდე, შენი ხმა მესმოდეს, შენს სიცილსა და ცრემლებს ვიზიარებდე. შენთან მინდა. შენს გვერდით მწოლიარემ მინდა გავახილო თვალი  და პირველი შენ დაგინახო, დღე შენით დაიწყოს. შენთან მინდა. რომ დილით შენზე ადრე გავიღვიძო, წვერზე და თმაზე მოგეფერო, მერე ავდგე და ყავა გავაკეთო, ყავასთან ერთად ხემსი მოგიმზადო. მინდა აივანზე ერთად მოვწიოთ შენი თუთუნი ან ჩემი სიგარეტი. მინდა შენით დავტკბე, სიცოცხლის ბოლომდე. შენთან მინდა. მინდა გული მატკინო და შენგამო ვიტირო. მინდა მიყვირო, როცა მართალი არ ვიქნები და მინდა ვიჩხუბოთ. მინდა შენ სამსახურში წახვიდე - მე სახლში დავრჩე და ჩვენი კატა და ძაღლი გავზარდო. მომავალში ჩვენი შვილების გაზრდა მინდა. მინდა სახლი დალაგებული დაგახვედრო და მხოლოდ მე და შენ, საღამოხანს ლუდი ერთად დავლიოთ, ღრმა ფილოსოფიაში გადავიჭრათ. მინდა ყველა ჩემს ოცნებაზე უარი ვთქვა და მაინც შენთან ერთად ვიყო. მინდა ერთმანეთს ვეტოქსიკუროდ. მინდა ის გავხდეთ ვინც აქამდე ერთმანეთისთვის ვიყავით. მინდა შევაშუროთ სხვებს, რადგან ჩვენ გვაქვს ის რაც არ აქვთ მათ. ჩვენ ერთმანეთი გვყავს. სიყვარული გვაქვს. ტოქსიკური თუ ჯანსაღი, ჩვენ სიყვარული გვაქვს და სხვას ყველაფერს ვუშველით."

შენთან.Where stories live. Discover now