4.

65 12 10
                                    

მირა უკვე გასასვლელთან იდგა როცა ვიღაც კაცმა ხელი უხეშად მოკიდა მკლავზე.

- ჰეი რას აკეთებ?!

დაიყვირა მირამ.

- ნუ კივი და გამომყევი!

ჩაისისინა დერეკის დაცვამ.

გოგონას სახეზე ტკივილი და ზიზღი ერთდროულად გამოესახა.
დაცვა ძალიან ძლიერად უჭერდა ხელს, სადაც იყო კანი გაიხსნებოდა სისხლი ამოხეთქავდა.

როდესაც დერეკს მიუახლოვდნენ, რობოტივით უგრძნობმა კაცმა მირა როგორც არარაობა ისე მოისროლა და დერეკის მუხლებთან დააგდო.

დერეკს გოგონას დანახვაზე სახე კიდევ უფრო გაუმკაცრდა.

- როგორ. ბედავ. ქალთან. ასე. შეხებას?!

მისი ხმის ტონი ისეთი საშიში და მკაცრი იყო, რომ მის ირგვლივ მყოფი დაცვის წევრები სულ აკანკალდნენ.

დერეკმა კვლავ მირას შეხედა, რომელსაც ხელის საშინელ მდგომარეობაში ქონდა.

- ბატონო მე...

დაიწყო კაცმა მაგრამ სიტყვა ვერ დაამთავრა რადგან დერეკის მუშტი პირდაპირ სახეში მოხვდა.

მირა ფეხზე სასწრაფოდ წამოდგა და დერეკს მივარდა.

- რას აკეთებ გაგიჟდი?

- უკან დაიწიე!

მირას წინ უეცრად ცოცხალი კედელი გაჩნდა, იქ მყოფი ყველა დაცა მირას აეღობა წინ.

- არა რას აკეთებთ, ის ხომ მოკლავს!

მირას სიმწრის ცრემლები სდიოდა. მთელს კლუბში სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არავინ მისულა დასახმარებლად, პირიქით ხალხის ნაკადი კარისკენ დაიძრა და სადღაც 5 წამში მთელი კლუბი დაცარიელდა...

ირგვლივ საშინლად აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა,ძლიერი დარტყმის ხმამ სიჩუმე გაფანტა.

- გთხოვ არ გინდა ნუ ურტყამ!

მირა ბოლო ხმაზე ყვიროდა და მის წინ ასვეტილ კაცებს ხელებს ურტყამდა.

იცეკვე ჩემთვის Where stories live. Discover now