1/1

31 6 9
                                    

მინ ლონა

საშინლად გამაყრუებელი ხმა, თვალებში მანათობელი მზე და თავზე დამდგარი დედა - მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა გამთენიისას?

მაღვიძარა გამუდმებით რეკავს, ბოლოს კედელზე მიფშვნამ უშველა და გაჩუმდა

მაგრამ დედაჩემს რა ვუშველო?

,,ლონა ადექი თორე 2 წლის ბავშვივით აგიყვან და პიჟამათი წაგიყვან სკოლაში"

ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემთვის ისევ მძინავს

ბოლოს საშველი რომ არ დამადგა დედაჩემი თავზე ტაშტით წყალს მასხამს...

,,დედაა"

წუწუნით ვდგები

,,ნუ წუწუნებ გაგვიანდება, წადი გაემზადე"

ვიცი წუწუნს აზრი არ აქვს, მაინც გამიშვებს დღეს სკოლაში

სააბაზანოში შევედი და ჩემს თავს ვუთხარი

,,მამასთან ერთად რომ გავზრდილიყავი ყოველდღე მსგავსად მომიწევდა?"

შემდეგ თავზე ხელი შემოვირტყი

,,მამაშენმა მიგაგდო, არ აინტერესებ, ახლა კი ფიქრობ როგორ იცხოვრებდი მასთან? ყოჩაღ ლონა!"

ჩემი ორი მე ისევ ერთმანეთის საპირისპიროდ განვაწყე

ერთს სურს რომ ოდესმე მამას შეხვდეს, მეორეს კი სიტყვა მამის გაგონებაც არ უნდა

___________

ვემზადები და ქვევით ჩავდივარ, დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, მეც მივედი და უკნიდან მოვეხვიე

,,ჩემო ლამაზო დედიკო რას მიმზადებ?"

,,ჩემთვის ვიმზადებ საუზმეს, შენთვის სენდვიჩები მზად არის, წასაღებადაც გაგიმზადე კონტეინერი ამიტომ დროს ნუ კარგავ და ჭამე"

,,კარგი ხო"

ყოველდღე დილაადრიან დედაჩემის ცუდი ხასიათის მიზეზი ვხდები იმის გამო რომ დილით ადგომა მიჭირს

არაფერს ვამბობ უბრალოდ სენდვიჩებს ვჭამ, დასრულების შემდეგ თეფშს ვრეცხავ, დედას ვკოცნი, ჩანთას ვიღებ და სახლს ვტოვებ

არეულობა ჩემს გარშემო / J.JKWhere stories live. Discover now