დაბადების დღის საჩუქარი.

130 5 0
                                    




თბილისი ერთ-ერთი განსაკუთრებული ქალაქია საქართველოში,რომელიც ცნობილია მისი სილამაზით,ხალხით.ქუჩები,რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან,სადაც დაკარგვა შეუძლებელზე,შეუძლებელია.მასში სუფევს სიმშვიდე.ის,რაც ნებისმიერ ცნობილ ქალაქს აკლია.მასზე ბევრი რამის თქმა შემიძლია,მაგრამ ამისთვის არ მაქვს საკმარისი ფურცელი.მინდა,რომ მის მოსახლეობაზე ცოტა რამ მოგითხროთ.თბილისში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.ზოგი ჩამოსული,ზოგი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი.ზოგი უცხოელი და ასე შემდეგ.მოსახლლეობის უმეტესი ნაწილი მხიარულია,კეთილი,მშვიდი,გაწონასწორებული და რაც მთავარია განათლებული.სამწუხაროდ ძალიან ბევრი მათხოვარიც.ასევე არსებობენ მკაცრები,სერიოზულები,უხეშები და აგრესიული ადამიანებიც,რომლებისთვისაც არ არსებობს ღიმილი,სიცილი და ბედნიერება.

თბილისში,კერძოდ მარჯანიშვილის ულამაზეს ქუჩაზე ცხოვრობს ლამაზი,ახალგაზრდა,18 წლის გოგო.ცნობილი,როგორც პოლი.ლაპარაკის მოყვარული,მხიარული,კეთილი და რა თქმა უნდა ჭკვიანი.რა?არ შეეფერება ზედმეტსახელი პოლი? ნუ შემეწინააღმდეგებით.მისი ნამდვილი სახელია ანამარია,გვარად შალამბერიძე.

--ანამარია დედი,მოდი ჭამე,თორემ სულ შეგიჭამა ნუტელა ნიკამ.--ეს პოლის დედა,ნია არის.არასდროს ეძახის თავის შვილს პოლის.

--მაგას გადაეცი,სანამ არ შეეშვება ჩემ უსაააყვარლეს ნუტელას,მანქანის გასაღებს არ მივცემ.--ნიკა,მისი უფროსი ძმა.ცნობილი როგორც მოდრიფტავე ბიჭი.

--ანამარია,ჩამოდი მალე.

დედამისის ასეთ მკაცრ ხმას პოლი არ მოელოდა და გაკვირვებული სამზარეულოში შევიდა,სადაც ერთი პატარა საყვარელი ყუთი დახვდა,რომელიც ნიკას ეჭირა,ხოლო დედამისს უზარმაზარი,ტორტი,რომელიც მას სულ მთლიანად ფარავდა.

--დაბადების დღეს გილოცავ დე.--დედამისის მილოცვა,რომ არა მას სულ გადაავიწყდებოდა დღევანდელი დღე.--ეს დღე,როგორ დამავიწყდებოდა.შენ უკვე დიდი ...

--ეგ მე უნდა მეთქვა.--იმედგაცრუებულმა,გაბრაზებული სახით გახედა ნიკამ დედამისს.--მოკლედ,ჩემო დიდო,სრულწლოვანო გოგოვ,გილოცავ დაბადების დღეს და ეს შენ ჩემგან.

პოლის გონებაში იმაზე ფიქრი დაიწყო თუ რა შეიძლებოდა ამ პატარა ყუთში დებულიყო.სახლის გასაღები?ყელსაბამი?ბეჭედი?თუ ძაღლის ყელსაბამი?ყველაფერს ფიქრობდა იმის გარდა,რაც იმ ყუთში იდო.

--თუ ეს ისეთივე საჩუქარია,როგორიც წინა დაბადების დღის მაშინ გაუხსნელად უკან გიბრუნებ.--ზუსტად ერთი წლის წინ,მისმა საყვარელმა ძმამ ასეთივე ყუთი გადასცა,ოღონდ შიგნით ფურცელი იდო წარწერით :"სიურპრიზი"

--არა,შენ თავს ვფიცავარ.აქ უკვე მართლა საჩუქარია..

პოლიმ გახსნა და შოკისგან სახე გაეფათრა,თვალები ჩაუცრემლიანდა,სიხარულისგან ცხოვრებაში პირველად საკუთარ ძმას შეახტა და სახე ჩაუკოცნა.

--ასე თუ გაგიხარდებოდა,მანამდე გაჩუქებდი.--სიცილით ეხვეოდა მონატრებულ დას.--ახლა კი მომშორდი,თორემ უკან დავიბრუნებ.

ნიკამ თქვა თუ არა პოლის ფეხები უკვე იატაკზე იდო,არა მყარად არა,ჯერ კიდევ სიხარულისგან უკანკალებდა.არ იცოდა რა ექნა,ეტუნა,ეცეკვა თუ ეყვირა.

--ლონდონი?ხუმრობ? ეს ხომ ჩემი ოცნებაა ნიკა.

თბილისელი გოგო?Where stories live. Discover now