~8~

467 42 7
                                    

დილა იმაზე კარგად დაიწყო, ვიდრე უნდა დაწყებულიყო და აი ტელევიზორში გადაცემა ჯონგინის საქციელმა დააგვირგვინა. მის კარებთან ღმად ჩავისუნთქე და კარებზე ვაკაკუნებ.
- არავის ნახვა არ მინდა!- ზედმეტად მკაცრი ხმა ისმის შიგნიდან. კარებს მაინც ვაღებ და შევდივარ. ფანჯარასთან დგას. დგომაშიც კი ეტყობა მთელი სიბრაზე.
- არც ჩემი?- შესვლისას კარებს ზურგს უკან ვხურავ. მაშინვე ტრიალება.  არაფერს არ ამბობს. მიყურებს და მათვალიერებს.
- არც შენი!- ამბობს ჩემი სახის თვალიერების შემდეგ და მაშინვე ტრიალდება. ისევ იმ პოზაში დგება. ადგილიდან ნელი სვლით მისკენ მივდივარ.
- მინდოდა მეთქვა, რომ ვრჩები- ფრთხილად ვცდილობ ვუთხრა. ფანჯრის მინას მზერას აცილებს და ისევ მე მიყურებს. სახეზე ირონიულად ღიმილმა გადაკრა.
- ვიცოდი,რომ გადაგაფიქრებინებდა.- მალევე მაშორებს მზერას. - უკვე გავიგე,რომ რჩები. ახლა კი გადი - ცალ წარბს მაღლა ვწევ. მაგრამ ფეხს არ ვიცვლი. თვალებში ვუყურებ და ვცდილობ გავიგო სად წავიდა ის საყვარელი ბიჭი კუნძულიდან. - კარგი რადგან არ გადიხარ. - უცებ მაისურს იხდის და საწოლზე ისვრის. შარვლის ზედა ღილსაც მალევე აყოლებს. მის მოძრაობას ვხედავ თუმცა მზერას არც ერთი არ ვაშორებთ ერთმანეთს. გამჭოლი მზერით პირდაპირ თვალებში მიყურებს ისევე როგორც მე.
- სად არის ჯონგინი, რომელიც მე კუნძულზე გავიცანი? -პასუხის მოლოდინში მთელი სხეული მეწვის. ვერ ვხვდები ასე რატომ განვიცდი.
- და სად არის ჰანა, რომელიც მე გავიცანი? ის ძლიერი გოგონა სად წავიდა? მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ბრძოლობდა. - ისევ მიყურებს და თან ჩვენს შორის მანძილს ამცირებს. ისე ახლოს მოდის მისი სიბრაზისგან ანთებული თვალების სიმხურვალე მეც კი თვალებს მიწვავს. მკლავებში ძლიერად მწვდება. ვგრძნობ როგორ უჭერს და მეწვის, თუმცა მისი საქციელი გულს უფრო მტკენს.
- ცუდი ბიჭის როლს ირგებ?- ტკივილს არ ვიმჩნევ. მის თვალებში ჩემსას დავაცეცებ და საკუთარ ანარეკლს ვხედავ ცეცხლის ალში გახვეულს. - ნუ იქცევი ასე...
- ვერც კი წამოიდგენ რამდენად ცუდი შეიძლება ვიყო - ხელებს მიშვებს და მშორდება. ზედაც აღარ მიყურებს. ტრიალდება და აბაზანისკენ მიდის. - რო გახვალ კარები კარგად გაიხურე- ამბობს და საბაზანოში კარებს მიღმა უჩინარდება. ისევ იმ ადგილას ვდგავარ. თვალებს ვხუჭავ და უცებ ჩემს ლოყას ცრემლი ეცემა. ღმად ჩავისუნთქე. ხელის სწრაფი მოძრაობით ცრემლი მოვიწმინდე და ოთახიდან გამოვედი.
****
კიბეებზე ჩაფიქრებული ჩავდივარ. ერთდროულად ვფიქრობ ყველაფერზე რაც ხდება აქ ჩამოსვლის შემდეგ.  ერთდროულად დედა ვიპოვე და თან დავშორდი. ჯონგინი აღარ არის ისეთი როგორიც იყო, ისევე როგორც ბექიონი. ბექიონის საქციელი მოულოდნელი იყო და მომწონს ის ისეთი როგორიც ახლაა. თითქოს ახალ გრძნობებს აღვიძებს ჩემში. მაგრამ რატომ დატრიალებს ჩემი ფიქრები ჯონგინს? რატომ მტკენს მისი ყოველი სიტყვა თუ საქციელი გულს?
მისაღებში შევდივარ.  დივნიდან ჩემს დანახვაზე მაშინვე დგება ბექიონი და ჩემსკენ მოდის.
- ცუდად მოგექცა ხო?- ამბობს. თითქოს ჩემს სახეზე კითხულობს ყველაფერს.კიბეებისკენ იწევს. ხელს მკლავში ვავლებ და ვაჩერებ.
- ზედმეტად ცუდ ხასიათზეა - ვცდილობ ღიმილით ვუთხრა და გამომდის კიდეც.
- ხომ გითხარი,რომ არ ასულიყავი. როცა ბრაზობს სჯობს არ გაეკარო.- ლოყაზე ხელით მეფერება. ღიმილსაც უმატებს.
- ბექიონ....- სმენად იქცა ჩემს სიტყვებზე.- შეგიძლია ბატონ ლი სუმანს შემახვედრო?- კოპებს კრავს.
- წასვლაზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ ხომ იცი? და რადგან დაარღვიე შეთანხმება... - წარბს ათამაშებს და ჩემსკენ მოდის.  ხელს პირზე ვაფარებ და უკან ვსწევ. უკმაყოფილო მზერით მიყურებს.
- წასვლას არ ვგულისხმობ. ბიძიას იმედი ქონდა,რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ მასთან გავაგზავნიდი ხალხს ვინც მას  წამოიყვანდა  და თან  მამაჩემის ცხედარს გადმოასვენებდნენ.
- პრობლემა არ არის - იღიმება და ჯიბეში ტელეფონის ძებნას იწყებს.ნომერს კრეფს და ოდნავ მცილდება. ყურში კიბეებზე ფეხის ხმა მესმის და იქეთ ვიხედები. ჯონგინი ჩამოდის და ისევ არ მიყურებს. ისე იქცევა თითქოს იმ ოთახში სულაც არ ვარ.შავი შარვალი,ამავე ფერი სვიტერი და მოსაცმელი აცვია. თავზე კეპი ჩამოეფხატებინა. სახლიდან გასვლისას კარები გაიჯახუნა.მისი ქცევებით ვხვდები, რომ მე მას ვკარგავ. ნელი ნაბიჯით ბექიონი მიახლოვდება.მხარზე ხელს მადებს და მეც ვბრუნდები მისკენ.
- საღამოს გველოდება- ღიმილით ამბობს.  ქაის საქციელზე კი სიტყვასაც არ ძრავს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და მზერა ისევ შემოსასვლელი კარისკენ გადამაქვს.

მივიწყებულთა კუნძული (სრულად)Where stories live. Discover now