თავი მეათე.

1K 51 4
                                    

Chanyeol's POV

ჯესიკა ოთახიდან ტირილით გავარდა, უკან გავყევი და ყური მისა და ბექჰიონის საუბარს მოვკარი

-რა გჭირს? - კითხა ბექჰიონმა

-შემიყვარდა

შევუყვარდი? საერთოდ ესმის მაინც რას ბოდავს? უბრალოდ ეს შეუძლებელია, არა, არ უნდა ვუყვარდე, უბრალოდ რაღაც ეჩვენება, არა, არა და არა.

Jessica's POV

-შეგიყვარდა?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე , მეთვითონაც ვერ გავიაზრე რა ვუთხარი ბექჰიონს, მან არაფერი მიპასუხა, მეც წამოვდექი, ჩემი ზურგჩანთა ავიღე და სახლიდან ქვითინით გავედი, შემოსასვლელთან სეჰუნს შევეჩეხე

-ჰეი, კარგად ხარ?-მკითხა მან

-არა, არა! არ ვარ კარგად! ახლა კი გამატარე - მივაძახე და გამოვიქეცი, სასწრაფოდ ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი, მისაღებში შევედი და ტელევიზორი ჩავრთე, საინფორმაციო გადიოდა

-ჯანდაბა ისევ ეს უაზრობ...-სიტყვა გამიწყდა როცა საინფორმაციოში ჩანიოლის ფოტო აჩვენეს

-ხვალ ცნობილი მილიარდერის შვილის , პაკ ჩანიოლის ნიშნობა იმართება, იგი ინიშნება ბიონ მისაზე...

-რა? ეს? ეს ჩანიოლია? მისა? თანაც ბიონი?

არა, რა ნიშნობა? საერთოდ რა სისულელეს ბოდავენ? სრული აბსურდია, რაღაც ეშლებათ, შეუძლებელია, უბრალოდ შეძლებელია , ან რატომ არის შეუძლებელი? იქნებ და მართლაც უყვართ ერთმანეთი?

აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და სახლიდან გავედი, ან ბექჰიონი ან სეჰუნი უნდა ვნახო, აუცილებლად უნდა ვნახო და გავიგო რა ხდება, ისინი ისევ ჩანიოლთან იქნებიან, მეც ჩანიოლის სახლთან მივედი, არ მინდა ჩანიოლმა გაიგოს რომ აქ ვარ, ამიტომაც ფანჯრიდან შევიჭყიტე, ჩანიოლი სავარძელში იჯდა და თავიხელებში ქონდა ჩარგული, ბექჰიონი და სეჰუნი კი აქეთ-იქით ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დაბაჯბააჯებდნენ, ფანჯარაზე ვერ დავაკაკუნებდი , ასე შეიძლება ჩანიოლსაც დავენახე, ამიტომ ფანჯარასთან ხტუნვა და ხელების ქნევა დავიწყე რომ რომელიმე მათგანის ყურადღება მიმექცია , როგორც იქნა სეჰუნმა შემნიშნა, ჟესტიკულაციით ვანიშნე ჩუმად გამოსულიყო, მანაც არ მალოდინა და მალე გამოვიდა

Forever&Always [COMPLETED]Where stories live. Discover now