1

5.1K 198 27
                                    

-რა??? რა ჯანდაბა დაგვრჩენია სამხრეთ კორეაში? იმ საშინელ, ბინძურ ქვეყანაში. არავინ გვყავს კორეელი, და ყველა ქართველია, რატომ უნდა გადავიდეთ იმ მივიწყებულ ქვეყანაში.

-შვილო, იცი, რომ ჩემი ბიზნესისთვის ესე ჯობია. ხომ იცი არა, რომ sm entertainment პრეზიდენტი ვარ. უკვე რამდენი ხანია სხვაზე მაქვს ეს ყველაფერი გადაბარებული. უნდა მივხედო იქაურობას. ეს ჩემი ვალია

-მამა, კარგი რა. რაღა სამხრეთ კორეაში თქვენც კიდევ. იაპონია მაინც გეთქვათ. კორეა ძალიან ჩამორჩენილია.

-ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყანაა და არც საქართველოა, ყველაზე განვითარებული. ეს აღარ განიხილება, საყვარელო. ზეგ მივფრინავთ. დაემშივოდობე შენს მეგობრებს. ბარგი ჩაალაგე. რამე თუ გინდა იყიდე. უნივერსიტეტში ყველაფერი უკვე მოგვარებულია.

-მამა, იქ ვინმე რომ მომეწონოს? და მერე დაქორწინება გადავწყვიტოთ?

მაინც იმის იმედზე დავრჩი, რომ მამაჩემი ძალიან ტრადიციული ადამიანია, ასევე დედაც. და იმედი მქონდა რომ არ მომცემდნენ იმის ნებას, რომ არაქართველზე დავქორწინდე.

-მერე რა შვილო. იქ დიდი ხანი მოგვიწევს ყოფნა. ასე რომ ლოგიკურიცა ესე მოხდეს......

ვაა, მამა?! ეხლა მოგინდა თანამედროვეობა???-გავიფიქრე გაბრაზებულმა.

-ანასტასია, როგორც გეუბნები ისე მოიქეცი. ნუ ნერვიულობ. იქ უკეთესს პირობებშიც კი ვიცხოვრებთ.

-აუუუუუუ

დავიყვირე. და გავვარდი სახლიდან. მამამაც ძალიან კარგი დრო შეარჩია, უნივერსიტეტში წასვლის წინ რომ არ ეთქვა, არა ხო? >-<

-ჰეი, ჰეი! რამ გაგაბრაზა ესე ძალიან?

მომვარდა ლუკა და ჩამეხუტა

-ლუკა, მამაჩემს კორეაში მივყავარ.

-რაა?? რატომ? ბიზნესის გამო?

-ხოო მამაჩემმა განიზრახა ჩრდილიდან გამოვიდეს >-<

ირონით წარმოვთქვი.

განებივრებული პრინცესა(დასრულებულია)Where stories live. Discover now