მოგეხსენებათ, გუშინ იუჯინს ისეთმა ნომერმა დაურეკა, რომელიც მალევე ამოიშალა მისი მობილურიდან. ამან იუჯინის აფორიაქება გამოიწვია და სასწრაფოდ თავის ძმას უამბო ყველაფერი, მაგრამ ვონტეკმა უბრალოდ გაიცინა და უთხრა, რომ ვიღაც გაეხუმრებოდა.
რა თქმა უნდა, იუჯინი ამას არ დასჯერდა და მთელი დღე აფორიაქებული იყო. უი, ხო! ამაზე მის შეყვარებულსაც გააგებინა, რომელმაც მოკლედ მოუჭრა, რომ სკოლაში დაელაპარაკებოდა...
გეფიცებით მძულს ეს ბიჭი... მე რომ ადამიანი ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ მომეწონებოდა ეს ბიჭი! მერე რა, რომ სიმპატიურია, მერე რა, რომ კარგი ტანი აქვს, მერე რა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიჭია მთელ სკოლაში და ალბათ რომ ვიყო ადამიანი მეც დორბლები წამომივიდოდა მის დანახვაზე მაგრამ... მერე რა?!
იუჯინი ისეთი შეშინებული იყო, რომ ღამით სინათლის გამოურთავად დაიძინა... ამასაც თუ დაძინება ერქვა არ ვიცი, მთელი ღამე თვალები ჰქონდა გახელილი და ყოველ პატარა ხმაურზე, წამოხტებოდა ხოლმე და აქეთ-იქით იყურებოდა.
მეორე დღეს იუჯინმა ისეთმა გაჩეჩილმა და თვალებჩალურჯებულმა გაიღვიძა, რომ გეგონებოდათ 2 ღამის უძილარიაო.
მე პირადად ვერ ვიძინებ, რადგან არ ვარ არც ადამიანი და არც რამე სხვა, რომ ძილი შემეძლოს, ამიტომაც მთელი ღამე იუჯინის თვალიერება მევალება. ძილშიც ისეთი ლამაზია, რომ მის გარდა მთელი ღამე არაფერს არ ვუყურებ. მაგრამ ახლა, ლამაზი კი არა დედალ მაიმუნს უფრო გავდა.... (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.)
ძლივს დაივარცხნა თმა, ჩაიცვა ტანსაცმელი და სულ უმაკიაჟოდ გადაწყვიტა სკოლაში წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ იუჯინი ულამაზესია ახლა რომ შეგეხედათ შეგეშინდებოდათ ისეთი იყო.
მთელი გზა ხალხი უყურებდა და მის ჩუმად რაღაცებს ამბობდნენ. იუჯინი ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ესმოდა ყველაფერი.
YOU ARE READING
White Night
Fanfiction"ის იდგა, შეშლილის სახე ქონდა და თავს იკავებდა ზედმეტი მოძრაობისგან. მის შემხედვარე კი ვერცერთი კაცი ვეღარ გაბედავს იმის თქმას, რომ ქალი სუსტი არსებაა."