Meet

490 27 5
                                    

ორშაბათი. დილის 8 საათი მზე ნახევრად ამოსულიყო. 17 წლის, მაღალი, წითური გოგონა კი ქუჩაში დარბოდა და წონის დაკლებას ცდილობდა, რომელიც მას ბევრი ეგონა. ყურსასმენები ეკეთა და მისთვის საყვარელ სიმღერას ოდნავ ღიღინებდა. არ აინტერესებსა მია გარშემო რამდენი ხალხი იყო, ვინ რას აკეთებდა, როგორ უყურებდნენ მას. ბეტის ეს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ის ძალიან თანამედროვე იყო, ინსტაგრამი, Fეისბუკი, ყველაფერი ჰქონდა და საკმაოდ ბევრი მოწონება და ფანის ჰყავდა. მას გარეგნობა უწყობდა ხელს, გარეგნობას რომ შევეშვათ, ის დირექშენერი იყო. ძალიან საინტერესო ფანფიქციებს წერდა, რაც ხალხს მოსწონდა. მის ბლოგზე, სახელად "დაიკიდე" ზე საკმაოდ ბევრი მნახველი ჰყავდა. COOL!
მას დირექშენერობა უდიდეს რამად მიაჩნდა. დირექშენერობა, ეს გრძნობა საუკეთესო იყო მისთვის. რაღაც სხვა სამყარო, ფანდომი... სულ სზვა გარემო. ბეატრისისთვის ყველაფერს ნიშნავდა ბენდი.
როდესაც გონს მოეგო, მის წინ მდგომი სილუეტი დაინახა, რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა. ბეტი ეხლა მიხვდა, რომ ძირს ეგდო. ისევ ხიფათში გაეხვა...
წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხი საშინლად ასტკივდა. ზემოთ რომ აიხედა, გაოცება ვერ დამალა. მის წინ ჰარი სტაილსი იდგა!! ბიჭი, რომლისთვისაც ბევრჯერ უტირია. ეგონა, რომ თვალები ატყუებდნენ. როდესაც ჰარიმ ხელი გაუწოდა, სულ მთლად დაიბნა.
-Sorry.უბრალოდ ჩქარა ვატარებდი- მკაცრად უთხრა ბეტის და წამოაყენა. ბეტი ტკივილს არ იმჩნევდა. უხერხულად იყო, რადგან ჰარი ესეთი არ წარმოედგინა. სტაილსი წარბებშეკრული, უმკაცრესი და უსერიოზულესი იდგა მის წინ. წამით ბეატრისს მისი შეეშინდა. ხო, შეეშინდა, რადგან თითქოს ჰარი მის მოკვლას ცდილობდა.
თავი ჩახარა...
-რამე ხომ არ იტკინე?! - იმავე ტონით ჰკითხა ჰარიმ
-არა, უბრალოდ ოდნავ ფეხი მტკივა.
-გასაგებია. კარგი, მე წავალ- თვა და წამებში მოსწყდა იმ ადგილს.
არ ეგონა ბეტის ჰარი ასეთი. გაოგნებული მისჩერებოდა. ბოლოს ტელეფონი აიღო და ადგილს გაეცალა. ფეხი სტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. სასტიკად მოექცა ჰარი, არ ეგონა ესეთი იდოტი! მას უკვე მთელი არსებით სძულდა ის. მართალია მხოლოდ ერთხელ ნახა, მაგრამ მისი ესეთი ხასიათით ოცნებები დაენგრა. ის ემოციები გაუქრა, როდესაც მას მასთან პირველი შეხვედრის დროს უნდა ეგრძნო.
გულნატკენი გოგონა სახლში გვიან მივიდა. მის თვალებზე ცრემლები შემშრალიყო. ტელეფონი მის საწოლზე მიაგდო და სააბაზანოში შევიდა. ჯაკუზში ჩაწვა და თვალები დახუჭა. როდესაც ჰარისთან შეხვედრაზე ფიქრობდა, ახსენდებოდა ჰარის სიძულვილით სავსე თვალები, რომლებიც გაცოფებული უყურებდნენ გოგონას უმანკო სახეს.
მას ოცნებები ენგრეოდა. სიმწრით აგებული ოცნების კოშკები... ესეთი იმედგაცრუება მას ცხოვრებაში არ ეგრძნო. რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ტკივილი დაემალა?!

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 07, 2017 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Bad Boy [H.S]Where stories live. Discover now