Nightmare ?

16 0 0
                                    


      დღეს 2 საათი მგზავრობა მომიწია და საკმარისი დრო მქონდა მეფიქრა იმაზე რაც გასულ ღამეს დამემართა. დეტალები კარგად გავიხსენე და გადავწყვიტე დამეწერა. ესეიგი, ეს ბოლო კვირაა ძილის რეჟიმი ისევ შემომიბრუნდა ნორმალურისკენ, ჩვეულებრივ ადრე მეძინება (12-1 მაქსიმუმ) და დილით ექვსზე მეღვიძება, არაქვს მნიშვნელობა რამდენად გადაღლილი ვიყავი ან რა დროს დავიძინე, დილის 6 საათზე ჩემს გონებაში მაღვიძარა რეკავს. სიზმრებსაც ძალიან იშვიათად ვნახულობ (ვიმახსოვრებ) თვეში ერთხელ სიხშირით ალბათ.

   მოკლედ, გუშინ ჩვეულებრივი საღამო მქონდა, ძილის წინ ჩემი საყვარელი წვენი #არშეაჩეროსიყვარული ^^ ანუ ჩერო დავლიე, წყალიც დავაყოლე იმავე ჭიქით და დავიძინე. შუაღამეს მეღვიძება შეშინებულს, კოშმარი ვნახე, თითქოს ვიღაც იდგა ოთახის კარებთან, მე ვიწექი და ვერ ვინძრეოდი, ის მიყურებდა. ვცდილობდი წამოდგომას, მაგრამ თითქოს დაბმული ვიყავი.  გამომეღვიძა, წამოვფრინდი, გეფიცებით ყველაფერს რაც გამაჩნია, ასე წლებია არ შემშინებია, სიკვდილის პირას ვგრძნობდი თავს, ცოტა დაწყნარება ვცადე და წვენი დავლიე, ისევ იმავე ჭიქით. დავწექი, ვეღარ ვიძინებდი აჩქარებული გულისცემის გამო, თან იმის შიში მქონდა რომ ისევ იმ სიზმარს ვნახავდი და ვეღარ გავიღვიძებდი. დრო დამჭირდა დასაწყნარებლად და როგორც იქნა ჩამეძინა. გამთენიისას მეღვიძება, ვცდილობ ისევ მოვიბრუნო ძილი და დავიძინო, (მახსოვს რომ ცუდად მეძინა) მაგრამ უშედეგოდ. ყველაზე მისტიური მომხდარში ის კოშმარი კიარაა რომელიც ვნახე, არამედ ის, რომ დილით ჭიქა რომლითაც ღამით შეშინებულმა წვენი დავლიე ბოლომდე ცარიელი დამხვდა, ანუ წითელი წვენის კვალიც კი არ ეტყობოდა. მთელი დღეა ვფიქრობ და ვერ ვხვდები. ის კოშმარი და ჩემი შიში მართალი იყო თუ ყველაფერი ერთად დამესიზმრა.?! თან არც გამოუძინებლად ვგრძნობ დღეს თავს :X გაუგებრობაში ვარ. 

Hell breaks loose inside me...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 10, 2017 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Who am I ?Where stories live. Discover now