-როდის გინდა ადამიანს ყველაზე მეტად რომ იცოცხლო და დატკბე ამ ცხოვრებით ? ამ კითხვაზე პასუხი ადვილია- ყოველთვის.
რაც არ უნდა გვიჭირდეს, რამდენი პრობლემაც არ უნდა გქვონდეს, ყოველთვის გამოიძებნება მიზეზი, რის გამოც სიცოცხლე ღირს. თუმცა როგორც ყოველთვის, აქაც არსებობს გამონაკლისი, ასეთ ადამიანებს ალბათ სუსტებს ვუწოდებთ, მათ ძალა არ შესწევთ აიტანონ ცხოვრებისეული სინამდვილე, რომელიც ხშირად ძალიან სასტიკი და უსამართლოა.
ხოლო იმაზე თუ რამდენად უსამართლო და სასტიკია ცხოვრება, თენს საათობით შეუძლია გელაპარაკოთ ,თუმცა რა აზრი აქვს?! წუწნში რატომ უნდა დაკარგოს ეს ძვირფასი დრო, რომელიც სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.
20 წლის ასაკში, როცა ცხოვრება ნათელ ფერებში გესახება, როცა ოცნებები ასე რეალურად გეჩვენება, როცა ფიქრობ რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ზუსტად მაშინ გამოგიტანენ განაჩენს, რომელიც მთელს შენს სამყაროს თავდაყირა აყენებს, აღარ არის ნათელი ფერები, ოცენებებიც სადღაც ქრება , მათ ადგილს ერთი დიდი შავი ლაქა იკავებს, რომელიც თანდათან მთელ სულს და გონებას შთანთქავს.
მშობლების ცრემლიაინი თვალები, ექიმის ანერვიულები ხმა, რომელშიც ღრმა მწუხარება აშკარად იგრძნობოდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ,სადღაც ჰაერთი მოფარფატე სიტყვები... არ უსმენნდა, არ უნდოდა მათი მნიშვნელობა გაეგო,თუმცა ბოლო სიტყვები მის გონებაში კარგად ჩაიბეჭდა-,"მხოლოდ 1 თვე!" , ამ სიტყვებზე იგრძნო როგორ შეეკუმშა მთლი ორგანიზმი, გული თითქოს გაჩერდა, ვეღარც ამოსუნთქვა შეძლო, ყურებში გაბმული წუილი ესმოდა, კაბინეტიდან სირბილით გამოვარდა, დაბინდულ გონებით, აკანკალებული სხეულით სავადმყოფოს ეზოში ჩაიკეცა, ცივი ჰაერის შეხებამ სახეზე, ცოტა გამოაფხიზლა, უკვე სუნთქვაც შეეძლო.
თენი იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელთათვის დეპრესია და პესიმიზმი უცხო იყო. 10 წლის ასაკში 2-ე საართულიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა, ანერვიულებულ მშობლებს პატარა ბიჭი ამშვიდებდა, ორი დღის შემდეგ, ფეხზე თაბაშირით და ყავარჯნებით, ისევ ეზოში იჯდა და ბავშვებს ანაწილებდა გუნდებში, თვითონ კი მსაჯის პოზიცია დაიკავა. ის არასდროს ნებდებოდა, მუდამ ენერგიით იყო სავსე.
YOU ARE READING
One Month /ერთი თვე
Spiritual-როდის გინდა ადამიანს ყველაზე მეტად რომ იცოცხლო და დატკბე ამ ცხოვრებით ? ამ კითხვაზე პასუხი ადვილია- ყოველთვის.