ალბათ დამერწმუნებით ,რომ ჩვენს გარშემო მომხდარი მოვლენების უმრავლესობა დაუკითხავად ხდება . არავინ არასოდეს არაფერს არ გვეკითხება .უბრალოდ ხდება ეს თუ ის ფაქტი და ჩვენც იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ უზენაესს ... რაღაც უხილავი ძალა გვიბიძგებს ,რომ ყოველდღიურობის ქარიშხალში გახვეულნი ვემორჩილებოდეთ ბედს,რადგან ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას .. და თუკი შენ მაინც ეცდები მართლაც, რომ დაემსგავსები იმ სულელს ,რომელიც მდინარეში ჩავარდნილი ხავსსაც კი არ ეჭიდება.... ის უბრალოდ ფართხალებს რეალობაში , რაც მის ,, დახრჩობას '' უბრალოდ აჩქარებს ... ასე მოხდება ჩვენს შეთხვევაში, ყოველი მცდელობა იმისა ,რომ ფაქტები თავიდან ავირიდოთ ორმაგად გაგვხლართავს მის ქსელში , ალბათ ვეცდებით მისგან თავის დაღწევას და იქნებ ეს შევძლოთ კიდეც ,მაგრამ მწარე რეალობა როგორც მშრომელი და დაუღალავი ობობა ხელახლა დაიწყებს ჩვენთვის ახალახალი ქსელების გაბმას ,მხოლოდ იმ განსხვავბით , რომ ის ყოველ ჯერზე უფრო მასიური იქნება ... თუმცა ყველაზე დიდი პარადოქსი იცით რა არის ?? ის ,რომ რეალობა თვითონvე იხლართება თავისივე გაბმულ ქსელში . ალბათ გაინტერესებთ მაინცდaმაინც რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე საუბარო . სიმართლე გითხრათ არ ვიცი ... უბრალოდ არ მინდოდა კიდევ ერთი საღამო გამეტარებინა მარტოს ...ახლა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ვბრუნდები ... დღეს რატომღაც ორივე გზაზე მეტროთი წასვლა გადავწყვიტე .მატარებლის ვაგონი ისეთი გადატვირთულია რომ სუნთქვაც კი ჭირს ... ირგვლივ მხოლოდ დაღლილი ადამიანების გროვაა ,რომლებსაც პრინციპში სულიერებად ვერ ჩავთვლით , ჩემს წარმოდგენებში ისინი მხოლოდ უსარგებლო ხორცის ნაჭრები არიან .ჩემი კარმა კარგად აღიქვამს ამ დისკომფორტსს ... მთელი სხეულით ვგრძნობ იმ მობეზრებულ ატმოსფეროს, რომელიც სადაცაა ბოლომდე მშთანთქავს ... მაგრამ მნიშვნელოვანი არა ის ფიზიკური დაღლაა არამედ ის ფიქრებში გათენებული ღამეები და დაღამებული დღეები ,რომლებიც საბოლოდ ბოლოს მომიღებს ... ყველაფერი კი დაიწყო ასე ....
YOU ARE READING
Blinded
Fanfictionანიოო <3 ეს არის ჩემი ახალი და დასრულებული ფიკი ჩემს სიყვარულზე ჩემს მეტრაოცზე (მოფერებით ვეძახი ასე :დდ ) ფიკის უმეტესი ნაწილი დაწერილია მატარებელში :დდ ( მიყვარს მეტრო და რა ვქნა ) იმედია მოგეწონებათ <3