გახდი ჩემი მონა

315 27 7
                                    

სუსხიანი დღე იყო,გზაზე მივდიოდი და ვფიქრობდი ჩემ ცხოვრებაზე.

ცხოვრებაზე,რომელიც საშინელია,უბრალოდ ეს ყველაფერი შინაგანადაც და გარეგნადაც მანადგურებს.

ობოლი ვარ,არ მყავს არც დედა არც მამა და არც საყვარელი ბებია,მხოლოდ მე ვარ ჩემ ნაცრისფერ სამყაროში.ახლა კი მიჩნდება კითხვა.

რისთვის უნდა იცხოვრო კიმ ჯონგინ.

არც მეგობრები მყავს და არც შეყვარებული, სრულიად მარტო ვარ.

ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე თუ,როგორ მოდიოდა მანქანა მთელი სისწრაფით ჩემკენ.

მისი სიგნალი გამაყუჩებელი იყო,ამ დროს კი ვფიქრობ,რომ ამ ტანჯულ ცხოვრებას ხელს დავუქნევდი და დავემშვიდობებოდი,მაგრამ არაა.

წამში ძირს დავებერტყე,თავი დავარტყი საშინლად მტკიოდა,ზედ კი რაღაც მეწვა,უფროსწორედ ვიღაც.

მხოლოდ მის სახეს ვხედავდი,ნუ ამასაც ვერ ვხედავდი,რ რადგან უკვე გული მიმდიოდა.

                   *.    *.    *.
- ჰეი,შენ გამოღვიძებას არ აპირებ? - ცივი და ბოხი ხმა გაისმა მთელ ოთახში,რამაც ჩემი გამოფხიზლება გამოიწვია.

თითქოს ამ ხმამ ჩემზე ზეგავლენა მოახდინა,თითქოს მიმიზიდა მისკენ.
- აქ რა მინდა? - გაკვირვებულმა ვიკითხე და დაბალი ბიჭისკენ მივმართე თვალები,რომელიც ცივი თვალებით მაშტერდებოდა.

- ან ვინ ხარ საერთოდ?გიცნობ? - შეშინებული ხმის მივმართე და წამოდგომა ვცადე,მაგრამ უშედეგოდ...წამში ძირს გავიშხლათე.

- ღმერთო ჩემო რანაირად იქცევი - ბიჭმა თვალები აატრიალა და ხელი გამომიწოდა,მეც წამში შევეხე მის ხელს.

ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ხელში ათასმა ჭიანჭველამ დამიარა.გულმა სწრაფად ცემა დაიწყო,ხელისგულები საშინლად გამიოფლიანდა.

მან მისკენ მომქაჩა და წამში ფეხზე დავდექი.ბიჭი ცივი და იდუმალია.

one and onlyWhere stories live. Discover now