-იცი რა?! მივდივარ!-დავიყვირე მოთმინებადაკარგულმა და კიბეებისკენ წავედი, მაგრამ ჰარიმ დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა
-არსად წახვალ!-გამოსცრა კბილებში
-დიახაც წავალ! შენ არხარ მამაჩემი!! ვერ მეტყვი რა გავაკეთო და რა არა!
-Fuck! ნუ ხარ ასეთი რთული!
-ნუ ხარ ყოველთვის მთვრალი!-დავიღრიალე და ხელის გაშვება ვცადე მაგრამ მან უფრო მომიჭირა. ჰარი მთლიანად კანკალებდა, ვხვდები რომ ბრაზის მოთოკვას ცდილობს, როგორც მე მაგრამ ჩემგან განსხვავებით გამოსდის.
-რას იზავ ჰა? ოთახში გამომკეტავ?-ირონიულად ჩავიცინე და ისევ ხელის გაშვება ვცადე-საერთოდ შენ რატომ ხარ გაბრაზებული ჩემზე? ვერ ხვდები რომ ალკოჰოლიკი ხარ?"
-არ ვარ ალკოჰოლიკი!!-დაიღრიალა და ხელი უარესად მომიჭირა.უკან-უკან წავედი და კედელს ავეკარი. შიშისგან უკვე ვკანკალებდი და ჰარის შეშინებული შევყურებდი. უცბად ვერც კი გავიაზრე როგორ...ლოყა ამეწვა...მან დამარტყა...ხელი აწითლებულ ლოყაზე მივიდე და ცრემლები გადმომცვივდა. ჰარის თვალები გაუფართოვდა როგორც კი გაიაზრა რა გააკეთა. ჩემსკენ წამოვიდა, მე კი უარესად ავეკარი კედელს
-არ შემეხო-დავიჩურჩულე და წყლიანი თვალებით შევხედე
-მე...მე...მაპატიე..არ..არ მინდოდა-სიტყვებს ვერ აბამდა-კო..კონტროლი დ..დავკარგე...პატარავ...პატარავ გთხოვ..
-ეგრე აღარ დამიძახო!-კბილებში გამოვცერი და ოთახში ავედი, ჩემოდანი გადმოვიღე და ტანსაცმელი ჩავყარე. ჰარის ნაბიჯების ხმა გავიგე, ოთახში შემოვიდა
-გთხოვ არ დამტოვო-დაიჩურჩულა და მომიახლოვდა, შემეშინდა და უკან წავედი-ჩემი არ შეგეშინდეს პატარავ...არ გატკენ-ისევ დაიჩურჩულა
-უკვე მატკინე-ჩუმად ვთქვი და თვალებში ჩავხედე...ცრემლით სავსე, მწვანე, უძირო თვალებში. არა ვერ დავრჩები. იმიდ მერე ვერა რაც დამარტყა. ვიცი რომ ამას აღარ გაიმეორებს, ისიც ვიცი, როგორ სძულს საკუთარი თავი ამის გამო, მეც მძულს, მძულს რადგან დამარტყა, მძულს რადგან თავი შემაყვარა.
ჩემი სიყვარული მის მიმართ ძალიან დიდია. ამ სიყვარულს შეუძლია ცაში, ღრუბლებში, ამიტაცოს მაგრამ ამავედროს შეუძლია მიწაზე დამანარცხოს და მატკინოს. ჰარი ერთადერთია ვინც ამ ტკივილისგან მიცავს...მაგრამ სამწუხაროდ ამჯერათ თვითონ მატკინა...
ჩანთა შევკარი და ჰარის გვერდი ავუარე მაგრამ დამიჭირა, თუმცა მაშინვე გამიშვა ხელი.
-დაბრუნდები?-ხმა გაებზარა და თავი დახარა. ამოვიოხრე და მისკენ მივტრიალდი. ტიროდა...პატარა ბავშვივით ტიროდა რამაც გული ორ ნაწილად გამიპო. მინდა მისკენ გავიქცე, მაგრად ჩავეხუტო და ვუთხრა რომ მიყვარს, რომ არასოდეს მივატოვებ, მაგრამ არ შემიძლია...ეს ბრაზი მაკავებს.
-არ ვიცი-მივიტყუე. რათქმაუნდა დავბრუნდები...ნახევარი გულით ხომ ვერ ვიცოცხლებ?
-გთხოვ არ მიმატოვო-ისევ დაიჩურჩულა და ჩემსკენ წამოვიდა-შეგიძლია გძულდე როგორც გინდა, შეგიძლია მიყვირო რამდენიც გინდა, შეგიძლია მირტყა რამდენიც გინდა მაგრამ...გთხოვ, გემუდარები არ მიმატოვო. მე უბრალოდ
-კონტროლი დაკარგე. ვიცი, მაგრამ ეს შენს საქციელს არ ამართლებს
-ვიცი მაგრამ გთხოვ მეორე შანსი მომეცი. ეს აღარასდროს განმეორდება. ძალაინ მიყვარხარ! გთხოვ უფლება მომეცი ეს დაგიმტკიცო! არ მაინტერესებს რიდი გაკეთება მომიწევს. ყველაფერს გავაკეთებ რომ დარჩე!
-რატომ დამარტყი? ვცდილობ გავიგო რატომ მაგრამ მიზეზი ვერ ვიპოვე
-ძალიან რთული ხარ. არ მისმენდი და ჯანდაბა! შენ ალკოჰოლიკი მიწოდე!ამან კონტროლი დამაკარგვინა-მართალია. ალკოჰოლიკი არ უნდა დამეძახა მისთვის
-მძულხარ-დავიჩურჩულე და თვალებში ჩავხედე-მძულხარ, იმდენად რომ მინდა წავიდე და აღარასდროს დავბრუნდე, მაგრამ თან მიყვარხარ იმდენად რომ მინდა დავრჩე, გაკოცო და არასდროს მიგატოვო-ჰარის შევხედე, იღიმოდა...როგორ მინდა ეს ღიმილი კიდევ უდრო გავზარდო და ჩემი საყვარელი ღრმულები დავინახო. მისკენ წავედი. ყველა ჩემს მოძრაობას ალკოჰოლისგან ჩაწითლებული თუმცა აცრემლებული თვალებით უყურებდა.
იქნებ შეცდომას ვუშვებ? მაჰრამ ამ წუთას ჩემი გული მეუბნება რომ სწორად ვიქცევი. იქნებ უკეთესია ახლა გონებას მივენდო და ჰარი მივატოვო? მაგრამ ამას ვერ შევძლებ. მოვკვდები და ჰარისაც მივკლავ! და გულმა გაიმარჯვა!
ჩანთები დაბლა დავყავრე და მისკენ გავიქეცი და ხელები მაგრად მოვხვიე. მანაც მჭიდროდ მიმიკრა გულზე და თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა
-ვწუხვარ შ/ს ძალიან ძალიან ვწუხვარ
-ვიცი
-ძალიან მიყვარხარ-თქვა და თავზე მაკოცა
-ვიცი-გავუთიმე-მეც ძალიან მიყვარხარ-ვუთხარი და ისევ ძლიერად ჩავიკარი გულში.
ახლა უნდა ვუყვიროდე მას და ვტოვებდე მაგრამ ამჯს მაგივრად ვეხუტები და ვკოცნი. ვერავინ გაიგებს ამას რატომ ვაკეთებ მაგრამ ვის რას ვეუბნები! მეც არვიცი რატომ ვიქცევი ასე!
ალბათ იმიყომ რომ მე ჰარი ედვარდ სტაილსი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს!!♡♡