დღესაც ერთი ჩვეულებრივი დილაა...მაღვიძარამ კარგა ხნის წინ დამირეკა მაგრამ დავაიგნორე ეხლა კი მამაჩემი მაღვიძებს და მაძალებს რომ სკოლაში წავიდე...
მე-ხო კაი კაი უკვე ავდექი დაკმაყოფილდი???
მამაჩემი-სრულიად!!!სააბაზანოში გავვარდი სახე დავიბანე და გავემზადე...
ნახევარ საათში მზად ვიყავი...
მე-წავედიიი!!!
მამაჩემს ვაკოცე ზურგჩანთა ავიღე და სახლიდან გამოვედი... ჩემი სკოლა ძაან შორსაც არ იყო და როგორც წესი ფეხით დავდიოდი ხოლმე..მიყვარს დილას სიარული...
მოკლედ მოგიყვებით ჩემს თავზე მე მქვია მარი ვარ ჩვიდმეტი წლის და სკოლიაში ვსწავლობ...ერთ ერთი საუკეთესო მოსწავლე ვარ ხუთი უცხო ენა ისევე კარგად ვიცი როგორც ჩემი მშობლიური ქართული მათ შორის კორეულიც ვცხოვრობ მამაჩემთან ერთად დედა შვიდი წლის წინ გარდამეცვალა ეს საკმაოდ ძნელი გადასატანი იყო ჩემთვის...იმ დღის მერე საკმაოდ შევიცვალე უფრო ჩაკეტილი გავხდი და ძალიან ცოტა ადამიანს ვენდობოდი...k-pop-ერი ვარ ისევე როგორც ჩემი საუკეთესო მეგობრები სოფო და ანი... მათ პატარაობიდან ვიცნობ სამივენი GOT7-ის ფანები ვართ...ხასიათი?? ოჰ ნუ იკითხავთ საკმაოდ მძიმე.. სულ თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ჩემში რამოდენიმე მარი ცხოვრობს ერთი საყვარელი მხიარული და მიმდობი რომელიც ამ ბოლო დროს იშვიათად ჩნდება...მეორე საკმაოდ ფეთქებადი ხასიათის რომელიც თუ გაბრაზდა ვულკანივითაა და სატანსუ მონაგონია...და მესამე რომელიც ამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გამოჩნდა, მარი რომელიც ჩაკეტილია თავის ყველა ტკივილს ფარავს რომელიც ცდილობს ახლოს არავინ არ მოუშვას იმიტომ რომ ბოლოში ისევ თვითონვე არ დაზარალდეს...ჩემმა გოგოებმა კი ეს ყველა მხარე იციან აი მათ კი ნამდვილად ვენდობი ჩემს სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად ვანდობ...
YOU ARE READING
GOT7-ის ახალი წევრი!!!
Fanfictionიყო აიდოლი ადვილი ნამდვილად არ არის და თუ მითუმეტეს უკვე კარგად ნაცნობ ჯგუფს უერთდები...შვიდი ბიჭი და ერთი გოგო აი ეს არის GOT7-ის ხვედრი...