მეექვსე

213 14 0
                                    

დორმში რომ მივედით ახალი ამბები უკვე ინტერნეტში იყო... უამრავი სურათი რომელზეც ასახული იყო როგორ მეხვეწებიან ბიჭები რომ დავრჩე და ჩემს ქვეყანაში არ დავბრუნდე...ერთი ვიდეოც კი იყო და კომენტარების უმეტესობაში ფანები ბოდიშს მიხდიდნენ იმ კომენტარებისთვის რაც მანამდე ჩემზე თქვეს და მპირდებოდნენ რომ ამიერიდან ისევე მიმიღებდნენ როგორც დანარჩენს წევრებს მაგრამ მაინც იყო გამონაკლისები...მაინც იყვნენ ადამიანები ვისაც ჩემი დანახვაც კი არ უნდოდა და სწორედ მათ გამო უნდა წავსულიყავი აქედან...მართალია ბიჭებს გამოვყევი მაგრამ ეჭვები მაინც მქონდა რა მოხდება ჩემს გამო ბიჭებს პრობლემები რო შეექმნათ???რა მოხდება ფანებმა რო არ მიმიღონ???ნამდვილად არ მინდა რომ ბიჭებს განვითარებაში ხელი მე შევუშალო...ამას მირჩევნია უკან საქართველოში დავბრუნდე და საერთოდ დავივიწყო რომ ოდესმე ამ გუნდის წევრი ვიყავი... დავუბრუნდები ჩემს ძველ ცხოვრებას და ვიქნები ერთ-ერთი IGOT7...

მარკი-მარ რა გჭირს???
მე-არაფერი უბრალოდ ვფიქრობ..
მარკი-რაზე??
მე-არაფერი მნიშვნელოვანი...
მარკი-დარწმუნებული ხარ??
მე-კი...წავალ ცოტა ხანი წამოვწვები...

ოთახში ავედი და დავწექი ისე ჩამეძინა რომ ვერც გავიაზრე...
მეორე დილას მარკმა გამაღვიძა და მითხრა რომ ისევ რეპეტიციაზე გვაგვიანდებოდა...
ჩავიცვი და ოთახიდან დაბლა ჩავედი...

ჯეიბი-ბემბემი სად არის??
მარკი-ალბათ ემზადება...
იუნგეომი-ასე მითხრა ორ წუთში მზად ვიქნებიო...
ჯექსონი-ხო როგორ არა ორ წუთში...
მე-წავალ დავუძახებ...
მარკი-წარმატებები...

ბემბემის ოთახში ავედი და კარი რომ გავაღე სულვილი გამიჩნდა იქვე მომეკლა ის ვაჟბატონი... ლოგინის წინ დაახლოებით ათი წყვილი ფეხსაცმელი ელაგა და იქიდან მგონი ყველას მოზომებას აპირებდა...

მე-რას აკეთებ???
ბემბემი-ვემზადები...
მე-შენ მაგას მომზადებას ეძახი??
ბემბემი-აბა რა ვქნა??
მე-ერთი აირჩიე და წამოდი...
ბემბემი-ხო კაი კაი...ჩადი და მეც ეხლავე ჩამოვალ...

GOT7-ის ახალი წევრი!!!Where stories live. Discover now