Chapter 1
——————
ბოლოჯერ ამოვისუნთქე და ფსიქიატრიულის კარები გავაღე.ყველაფერი თეთრი იყო.თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმები წინ უკან დადიოდნენ.მხარზე დედაჩემის ხელი ვიგრძენი,მას ავხედე.უემოციო სახე ჰქონდა.თითქოს არც არაფერი ხდებაო,არა და საკუთარ შვილს თავისივე ხელით საგიჟეთში აბარებდა.
-ლინა,ფეხს აუჩქარე.-კბილებში გამოცრა და რამდენიმე ნაბიჯით გამასწრო.მარჯვნივ გავიხედე საითაც ეზო მოჩანდა,ეზოში ხალხი ირეოდა,შუა ხნის ქალს ხელში თოჯინა ეკავა და თმებზე ხელს უსმევდა.იქვე მოხუცი კაცი პატარა ბავშვს მისდევდა.ნამდვილად საგიჟეთში მოვხვდი.დედაჩემი ამჯერად,ექთანთან ერთად დაბრუნდა.რომელსაც ჩემი ჩანთები გადასცა.
-მშვიდობით-ისე დამემშვიდობა დედაჩემი,რომ ჩემსკენ არც კი შემოუხედავს.ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადავყლაპე და ექთანს გავხედე,რომელიც როგორც ჩანს მე მელოდებოდა.
-ლინა,წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ-მითხრა და ხელი მომიჭირა,თითქოს გაქცევას ვაპირებდი.ან რომც მინდოდეს გაქცევა როგორ უნდა გავიქცე? მე,ხომ საკუთარმა დედამ საგიჟეთს მიმაბარა.
ჰოლს გავუყევით,უცებ ყვირილის ხმა გავიგეთ,ექიმებს საკაცით კაცი მოჰყავდათ,ათამდე ექიმი იქნებოდა,ზოგი მას ხელებს უკავებდა,მაგრამ კაცის კივილმა მთელი შენობა მოიცვა.ის საკაციდან გადმოსვლას ცდილობდა,მაგრამ ამაოდ.კედელთან ახლოს ჩაიარეს და კაცმა ხელებით კედელი გაკაწრა.იატაკი სისხლით დაისვარა.ექთანმა ხელი მომკიდა და სხვა მხარეს წამიყვანა.
-რა მოუვიდა?რა ჭირდა?-ვკითხე.ქალი შემობრუნდა და ისე შემომხედა თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი.არაფერი მიპასუხა.ჰოლის ბოლოში ლიფტთან გავჩერდით და მე-18 სართულზე ავედით.
სიჩუმე იყო,მხოლოდ ექთანის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი ისმოდა.რაც უფრო შიგნით შევდიოდით მით უფრო ირღვეოდა სიმშვიდე,გისოსებიდან ხალხის კივილი,ზოგის სიცილი და ტირილი ისმოდა.ექთანმა ჩემი "ოთახის" კარი გააღო და შიგნით გამიძღვა,ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და კედელზე გააკრო.
•დილის 9 საათი საუზმე.
•12 საათი ეზოში გასეირნება.
•2 საათი სადილი.
•5 საათი ფილმის ყურება.
•7 საათი ვახშამი.
•8-10 საათამდე თავისუფლება.
•11 საათი ძილი.
(გარკვეული პერიოდის განმავლობაში,თუ რაიმეს დააშავებთ დ ა ი ს ჯ ე ბ ი თ ❗️)
ამ სიტყვების წაკითხვაზე თვალები ავატრიალე,რას გულისხმობენ დასჯაში?!კუთხეში დაყენებას?!ოთახში ჩაკეტვას?!იმდენად განვსხვავდები ამ ხალხისგან,რომ მგონი ერთადერთი გიჟი აქ მე ვარ.ოთახის ბოლოში ერთი საწოლი იყო,მის უკან კი ფანჯარა საიდანაც ულამაზესი ბუნების ხედი იშლებოდა,როგორც ჩანს რემონტი ძალიან ადრე გააკეთეს რადგან კედლის გარკევული ნაწილი ჩამომტვრეული იყო,მარცხენა მხარეს ნიჟარა იდგა.კედელზე ამაზრზენი წარწერები იყო.მათი კითხვა დავიწყე,ჩემი ყურადღება კი განსაკუთრებით ერთმა წარწერამ მიიქცია.
მიყვარხარ გახსოვდეს,ამას ვერ წაგართმევენ.
———————
დააკომენტარეთ💙