ცეცხლი და ყინული

188 14 1
                                    

ნოემბრის მოსვლამ დაასწრო სიცივეს, დემონის ცეცხლოვან თვალებს აზრი აღარ აქვთ, რადგან როგორც არ უნდა მიუდგნენ მისი მზერა გოგონას ირგვლივ კედლები არ დადნება. ჩაებღაუჭება იმ ტრაგედიებს, რომლებიც განუცდია, შეუქმნია და არ დარჩება ხელი იმედისთვის.  თავის იმედგაცრუებებს, უპასუხო გრძნობებს მოაგროვებს და გამოიყენებს ინსტრუმენტად, რომ ჩაჰბეროს სული მის ფეხებთან დავარდნილ უსულო სხეულს. ადამიანად აქციოს მარტოობა. ტყუილისგან შეკეროს გრძელი კაბა.

შენ სიცივე ნოემბრამდე შეგაწუხებს. და თუ იგივე გზით გააგრძელებ სიარულს, იმედია ეგ ადამიანად ქცეული მარტოობა სადმე შეგხვდება. იმედია გვერდსაც აგივლის და მის მსხვერპლად არ გაქცევს.  თუ მაინც გამოგელაპარაკა, არ გაგიკვირდეს მარტოობის შემდეგ არავინ თუ შეგხვდა, რადგან ის მე შევქმენი. თან ისე რომ მის შემდეგ არაფერი დამრჩენოდა სხვის მისაცემად. 

ექო ვარ, რომელსაც ნარცისი შეუყვარდა და სანამ სირენებმა გუბის პირას მიგიყვანეს დატკბი  იმით რომ რამოდენიმეჯერ გიმეორებ სათქმელს. რადგან დარწმუნებული ვარ გათენდება დღე, როდესაც ერთი და იგივე სამყაროში არ ვიქნებით. არ მინდა იმ დღეს ვფიქრობდე ისე, როგორც ახლა ვფიქრობ. სწორე ეს მაჩერებს, რომ ჩავდო გული მარტოობაში. მის გრძელ თითებს მოძრაობის საშუალება მივცე და ღმერთმა იცის რამდენ ბოროტებას ჩაიდენს და შენდამი ერთი რამდენად მიღირს. 

არ არის რთული ავიღო ტრაგედიები და შევქმნა რაღაც უფრო დიდი, მაგრამ სევძლებ იმ ქმნილების შეყვარებას, რომელსაც არაფერი აქვს ფუძედ გარდა ტკივილისა, სიკვდილისა და გლოვისა? შევძლებ ჩავიხუტო ის, რაც შენს გასანადგურებლად შევქმენი?

და როდესაც ზურგს ვაქცევ, იქნებ მანაც მოინდომოს ვინმეს შექმნა.

🎉 You've finished reading Ice is for death and endings - ყინული სიკვდილისა და დასასრულისთვისაა 🎉
Ice is for death and endings - ყინული სიკვდილისა და დასასრულისთვისააWhere stories live. Discover now