პროლოგი

568 24 4
                                    

მოასფალტებულ გზატკეცილზე მივრბოდი, გარშემო უსაზღვრო სიბნელე სუფევდა. უკან მივიხედე, არავინ ჩანდა. თუმცა მაინც ვგრძნობდი რომ, ვიღაც მომდევდა. სირბილისგან პირი გამიშრა და ნერწყვს ძლივს ვყლაპავდი. დაყვირება ვცადე იმ იმედით რომ, ვინმე ჩემს ხმას გაიგებდა და მიშველიდა მაგრამ, ვერ შევძელი. უეცრად მუხლები ჩამეკეცა და წავიკეცი. წამოვიყვირე. მუხლებს დავხედე და მოწითალო ფერის სითხე შევამჩნიე, სისხლი მუხლებიდან თქრიალით მომდიოდა. წამოდგომა დავაპირე მაგრამ, ვერ შევძელი, ვიჯექი ასე გაუნძრევლად, სიბნელესა და შიშში, თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი ვინმე ხომ არ მითვალთვალებდა. უცბად რაღაც ხმა გავიგე:

  -ჩუმად იყავი.

მე აქეთ-იქით დავიწყე ყურება იმის გასარკვევად თუ ვისი ხმა იყო მაგრამ, ამ  სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი.ქუჩაში ლამპიონებიც კი არ ანათებდა.

-ვინ არის მანდ?-შიშნარევი ხმით დავიყვირე.

-ჩუმად იყავი.-ისევ გაიმეორა. ხმაზე ეტყობოდა რომ, დაახლოებით ცხრამეტი, ოცი წლის ბიჭი იყო.

მე ტირილი ამივარდა. ვიღაც ჩემს შეშინებას ძალიან ცუდი მეთოდით ცდილობდა.ცრემლები მოვიწმინდე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე. ამ დროს შავი ფიგურა დავლანდე, ის ჩემსკენ მოემართებოდა. ფეხზე წამოდგომა ვცადე მაგრამ, ვერ შევძელი ვერანაირად.

-არ ინერვიულო ელენა, აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ, წაგიყვანო თუმცა, ამის დროც მალე მოვა.

მან ბოროტულად გაიღიმა. უეცრად მისი ხმა ვიცანი,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს, ადრეც მქონია ეს ხმა გაგონილი. მან კისერში ხელი წამავლო, ვიგრძენი რომ რაღაც შემერჭო. წამოვიკივლე.

______________________________________________

მოგესალმებით მეგობრებო!ესაა ჩემი სუულ,სულ პირველი ფიკი და იმედია მოგეწონებათ <3 ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ,რადგან პირველად ვცდილობ დაწერას. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ <3

ეს ჯერ მხოლოდ პროლოგია და ახალი თავი მალე იქნება <3

სიყვარულით,მარი <3






silence(Jeon Jungkook FanFic)(დასრულებულია)Where stories live. Discover now