ავტობუსში მგზავრობა შეიძლება უსასრულოდ მოსაბეზრებლად მოგეჩვენოთ, თუ შ/ს-ვით არ გაგიმართლებთ და გვერდით სიმპათიური ყმაწვილი არ გედგებათ პატარა ცხვირითა და მსხვილი ტუჩებით.მის ლამაზ ნაკვთებს უკვე 10 წუთია აშტერდები და აზრზე ვერ მოსულხარ საერთოდ შესაძლებელია თუ არა ასეთი გარეგნობის ადამიანი არსებობდეს? არც თუ ისე მაღალ ბიჭს, რომელიც რატომღაც ტოპმოდელს მიამსგავსე, შავი ფერის თმა და მსხვილი ტუჩები აქვს.
იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უხდებად მათი სახის მოყვანილობა, იმის მიუხედავად რომ ყველაფერი ლამაზი აქვთ, მთლიანობაში შესაძლოა ეს სრული სიმახინჯე იყოს, თუმცა ის, ის ტოპმოდელი, როგორც შენ შეარქვი, მას ყველაფერი რიგზე აქვს. იმის მიუხედავად, რომ მის თვალებს ვერ ხედავ დიდი სათვალის გამო, რომელიც მის პატარა ცხვირს კიდევ უფრო ციცქნად აჩენს, ის მაინც მოგწონს და ეჭვიც არ გეპარება, რომ მისი თვალები ისეთივე ლამაზია, როგორც მისი სხეულის სხვა ნაწილები.
მის სურნელზე საუბარი რომ დაიწყო, ალბათ დღეები დაგჭირდება სიტყვების მოსაძებნად. ეს არ გავდა რაიმე სურნელს, რაც კი აქამდე შეგხვედრია
ყველა ძვირადღირებულ სუნამოსაც კი აჯობებდა, საქმე რომ აქამდე მიგვეყვანა. ვერ ხვდებოდი სუნი მისი სხეულიდან მოდიოდა, თმიდან, თუ კანიდან, თუმცა მისი ყოველდღე შეგრძნება რომ შეგეძლოს ალბათ ყველაზე იღბლიანი ადამიანი იქნებოდი დედამიწაზე. მისი სურნელი არ იყო მძაფრი, არც ტკბილი. სიტყვები არ გყოფნიდა მის დასახასიათებლად, ამიტომ ამაზე ფიქრი შეწყვიტე.ასეთი რამ პირველად დაგემართა, ამ ტოპმოდელმა ყველაფერი დაგავიწყა, მათ შორის შენთვის განკუთვნილ გაჩერებაზე ჩასვლაც. თითქოს სხვა პლანეტაში გადაგიშვა, ისეთში, სადაც ყოფნასაც ალბათ ყველა იოცნებებდა.
— ბოლო გაჩერებაა, ჩასვლას არ აპირებთ? — იდუმალი სამყაროდან ავტობუსის მძღოლის ხმამ გამოგიყვანა, რომლის ხმაც ცარიელ ავტობუსში ექოდ გაისმა.
— რა? —თქვი და ტოპმოდელს მზერა მოაშორე, გარშემო მიმოიხედე.
— გითხარით, რომ ბოლო გაჩერებაა. — მძღოლმა გაგიმეორა და ამოიოხრა.
— ველოდებოდი, როდემდე განაგრძობდით ჩემს თვალიერებას. —გაიგე ტოპმოდელის ხმა, რომელმაც შემოგხედა და თითქოს გული გაგიჩერდა მისი ანგელოზივით ხმის გაგონებისას.
— მ-მე მე უბრალოდ... — ტუჩი მოიკვნიტე და არ იცოდი რა გეთქვა, ამიტონ უბრალოდ ავტობუსიდან ჩახვედი და უკანმოუხედავად გაიქეცი.
—იქნებ გაჩერდე? — ნაცნობი ხმის გაგონებაზე სირბილს აუჩქარე, თუმცა მეტი აღარ შეგეძლო, ამიტომ უცნობი ქუჩის კედელს მიეყრდენი და ხშირი სუნთქვის დარეგულიდება სცადე.
— რატომ ამედევნე? — თქვი და შენს გვერდით ქოთინით ჩაკეცილ ტოპმოდელს შეხედე, რომელმაც სათვალე მოიხსნა და ამოიოხრა.
— არვიცი. — გაიცინა, შენ კი მის თვალებს მიაშტერდი.
— ასეც ვიცოდი. — თქვი და ტაში შემოკარი.
— რა? — გაკვირვებულ ტოპმოდელს შეხედე და ხტუნვა შეწყვიტე.
— შენს თვალებზე სწორად ვფიქრობდი. — "ის ისეთივე უნიკალოა როგორ შენ" დაამატე ფიქრებში.
— უცნაური ვინმე ხართ — თქვა სიცილით და წამოდგა. — მომწონს უცნაური ხალხი. — დაამატა და შენსკენ გადმოდგა ნაბიჯი.
— ჯიმინი — ხელი გამოგიწოდა და გაგიღიმა, ის ამ დროს ფისოს უფრო ჰგავდა თუ წიწილას ვერ ჩამოყალიბდი, თუმცა ხელი
ჩამოართვი.— შ/ს, სასიამოვნოა შენი გაცნობა ტოპმოდელო.
~~~
უბრალოდ რაღაც ამდაგვარის ხასიათზე ვიყავი და დავწერე. მაპატიეთ თუ ვინმეს იმედი გაგიცერუეთ, თუმცა თუ რაიმის ხასიათზე არ ვარ ვერ დავწერ. შემდეგი პოსტი იქნება 18+ ^^. მადლობა რომ კითხულობთ 💜
![](https://img.wattpad.com/cover/158028199-288-k738527.jpg)