🌦მეთერთმეტე🌦

3.9K 283 62
                                    

ნიტას პოვ:
დილა იყო და მეც კი არ ვიცი რატომ თვალი,რომ გავახილე ჯონგუკს ვებღაუჭბოდი მთელი ძალით!
ისეთი ძალით რომ უკვე მეც არ მეგონა თავს თუ დავახწევდი მის სხეულს!
მთლიანად ზედ ვიყავი მიკრული და მიხუტებული და აბა რა იქნებოდა !? ვფიქრობდი რა მექნა ?
თან ცოტა მეცინებოდა,მთელი საბანი მე მეფარა ამ საწყალს კი ნახევრად შიშველს ეძინა...საწყენია.
"ნეტა ჯონგუკის გააღვიძებას შევძლებ?"ჩავიჩურჩულე ჩუმად და ხელით ვცადე მისი შერყევა, მაგრამ რეაქცია ნული !
გამიგია რომ ადვილათ არ იღვიძებს და ვხვდებოდი ტყუილად ვცდილობდი, ამიტომ მომაფიქრდა!
"ჯონგუკ მტკენ,მუცელს მტკენ!"ვთქვი ცოტა ხმამაღლა ,რაზეც არც კი ვიცი რა ქნა !ფაქტიურათ ჰაერში ახტა და ჩემგან ძაალიან მოშორებით აღმოჩდა, თან ისეთი სახე ჰქონდა ძლივსღა ვიკავებდი თავს ბოლო ხმაზე არ მეცინა!
"ნიტა?რა გეტკინა?რამე გატკინე?მე გაატკინე?"მომიახლოვდა ანერვიულებული და მუცელზე მომკიდა ხელები ,თან თითქოს აქეთ იქიდან აკვირდებოდა რამე ხომარ მჭირდა. "არაფერია ჯონგუკ,უბრალოდ შენი გააღვიძება მინდოდა"ვთქვი სიცილით ,რაზეც სახე შეეცვალა.
"ნიტა?"ერთი ჩაიღრინა და ხელში ამიტაცა! "ჯონგუკ,დამსვი!"ვყვიროდი ხმამაღლა სიცილით ,მაგრამ არ ჩერდებოდა და თვითონაც სიცილით მატრიალებდა აქეთ-იქით.
"კაი ვსიო გეყოს კატაობა"მითხრა ღიმილით და დამსვა.
"შხაპს მივიღებ, არ მოიწყინო კარგი?"მიაყოლა ცოტახანში და ცხვირზე მაკოცა ,ძაალიან საყვარლად თანაც !
რაზეც გადავწითლდი და გულიც ისე ამიჩქარდა ცოტაც და გამოვარდებოდა მკერდიდან, მაგრამ ეს ჯონგუკს არ დაუნახავს!
რადგან პირდაპირ სააბაზანოსკენ გაემართა,  რატომაა ასეთი საყვარელი ?
ვერ ვხვდები ,მართლა რაღაცას კი არა უძლიერეს ვგრძნობ მის მიმართ ,ნეტავი  თვითონ რას გრძნობს ...იგივეს თუ არა?
ჩემზე სულ ღელავს და ზრუნავს ,რაც კარგის ნიშანია,მაგრამ იქნებ ასე მხოლოდ ბავშვის გამოა?

მთელი დღე მოწყენილობით იყო სავსე, რადგან გარეთ მოღრუბლული იყო და საშინელი ქარი იყო ,ამიტომ არც ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავით !
იმას თუ არ ჩავთვლით რომ მთელი დღე გუშინდელ ღამეზე დამცინოდნენ და თეჰიონსაც არ აკლებდნენ დაცინვას!
მანამ დაცინვითაც არ დაიღალნენ და თამაში არ გადაწყვიტეს...ნუ ჩვენ გამოვეთიშეთ,დიდად არ ვიყავით ხასიათზე,თან ვიცით ბიჭები რა მგრძნობიარეები არიან თამაშის დროს და არ მინდა უაზრო კონფლიქტი!

?❌კატასტროფა❗?❌სახელად..შ ე ნ ❗❌Where stories live. Discover now