1/1

2.2K 172 30
                                    


თვალები გაახილე თუ არა დაინახე ძლიერი ხელები შენს წელზე. ყურში ჯონგუკის მშვიდი სუნთქვა ჩაგესმოდა, ზურგიდან კი მის დაკუნთულ მკერდს გრძნობდი. მას შენთვის ხელები ძლიერად შემოეხვია. ამ ცივ ზამთარში მისი ჩახუტება ყველაზე მეტად გათბობს, მით უმეტეს გუშინდელი თბილი ღამის შემდეგ ორივე შიშვლები წევხართ, თუმცა ჯონგუკის სხეული სითბოს აფრქვევს, რომელიც არასდროს მოგცემს უფლებას სიცივე იგრძნო.

გიყვარს ყველა ის იშვიათი დილა, რომელშიც მასთან ერთად ჩახუტებული იღვიძებ და არა ცარიელ, ცივ საწოლში მისი გადატვირთული გრაფიკის გამო.

ცუდი აზრები გაფანტე და ჯონგუკისკენ მიბრუნდი ნელა, რომ მისი ძილი არ დაგეფრთხო. მის ლამაზ სახეს შეხედე, ნახევრად ღია, წინ წამოწეულ ტუჩებს, რომლის კოცნაც მოგინდა. მას ბავშვივით საყვარლად ეძინა და ძნელი იყო ცდუნებისთვის გაგეძლო, ამიტომ ეცადე რაც შეიძლება ფრთხილად აჩოჩილიყავი მისი თავისკენ და პატარა, თბილი კოცნა დაუტოვე ტუჩებზე.
ნელა მოშორდი, გუკმა კი რაღაცა ამოიბურტყუნა, თუმცა არ გაღვიძებია. ხელები უფრო ძლიერად მოგხვია და მოგიკრო.

— დილიდან კოცნების ხასიათზე ხარ?- მისი ბოხი ხმის გაგონებაზე ჩაიცინე, თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა და ჩუმად საუბრობდა. ძილიდან ჯერ კიდევ არ გამოსულიყო.

— ყოველთვის ვარ კოცნის ხასიათზე, როდესაც გხედავ.— თქვი სიცილით, გუკმაც გაიცინა და დახუჭული თვალების მიუხედავად შუბლი იპოვა და თბილად გაკოცა, შენ კი ტაომ დაგაყარა.

— დაიძინე— მის მძინარე ხმაზე ჩაიღიმე. ის კი ისევ ძილში გადაეშვა, რადგან გუშინ სამსახურში ზედმეტად გადაიღალა.

დაელოდე და როდესაც დარწმუნდი რომ დაეძინა ფრთხილად ადექი საწოლიდან, რომ არ გაგეღვიძებინა. შიშველ სხეულზე მისი ზედა გადაიცვი, გამათბობლის წყალობით სახლში არ ციოდა, თუმცა ჰაერის ნაკლებობის გამო ფანჯარა იყო ღია, რომელიც ადგომისას დახურე, რომ გუკს არ შესცივებოდა.

შიშველი ფეხებით გააბიჯე მისაღები ოთახისკენ და დაიხარე, როდესაც პონჩიკი დაინახე.

-პონჩიკ გშია?- პატარა ძაღლს მოეფერე და მისთვის განკუთვნილ ჯამში საჭმელი ჩაუყარე.

პირველად, როდესაც ეს პატარა საოცრება სახლში მოიყვანეთ არ იცოდით მისთვის რა შეგერქვათ, ჯონგუკმა კი ის პონჩიკს დაამსგავსა, მისი სისქისა და საჭმლის სიყვრულის გამო, ამიტომ ძაღლს ეს სახელი დარჩა. პონჩიკმა ლაპარაკი რომ იცოდეს, ალბათ შენც და გუკსაც გაგლანძღავდათ მისთვის შერქმეული სახელის გამო.
ჩუმად ჩაიცინე და სამზარეულოსკენ წახვედი დილიდან რამე ტკბილი გინდოდა, ამიტომ გადაწყვიტე ბლინები გაგეკეთებინა.

უკვე დამზადებული საჭმელი თეფშზე გადმოიტანე და ნუტელა დაასხი ზევიდან, რადგან შენც და გუკის გიჟდებით ამ ორის კომბინაციაზე. ფეხების ხმა მოგესმა ზურგიდან და ხელის მოძრაობა შეწყვიტე, როდესაც ჯონგუკის თბილი ხელები იგრძენი წელზე.

-მიყვარს, როდესაც დილით პირველს ჩემს ზედაში ჩაცმულს გხედავ სამზარეულოში.-ყურში ჩაგჩურჩულა შენ კი გაიღიმე.

— მე კი შენ მიყვარხარ.— ჩაიცინე და გუკის ხელი იგრძენი სახეზე, თავი მისკენ შეგაბრუნებინა და ტუჩებზე საკმაოდ ხანგრძლივი კოცნა დაგიტოვა, თუმცა არა ენით, ეს უბრალო თბილი კოცნა იყო, რომელიც ორივეს ძალიან გიყვართ.

—მეც მიყვარხარ— თვალები დახუჭე, როდესაც გუკი ნელა ჩაიწია შენი ყელისკენ და ცხვირისწვერი გადაგისვა.

—ვგიჟდები შენს სურნელზე— იქვე კოცნა დაგიტოვა, რაზეც ტაომ დაგაყარა.
იდელია პონჩიკმა დაგირღვიათ, რომელმაც გუკს ყეფა დაუწყო, მას არ უყვარს როდესაც ვინმე გეხება.

ჯონგუკივით ეჭვიანია.

—ის ჩემია!— ძაღლს ბავშვური ხმით მიმართა ჯონგუკმა და შეუბღვირა. მისი საყვარლობისგან გაიცინე და პონჩიკთან დაიხარე, მოეფერე და თბილად აკოცე ცხვირზე.

— ეს უბრალოდ კოცნაა, მას მაინც არ დაგითმობ! — ძაღლს ხელებგადაჯვარედინებულმა უთხრა და თეფშით ხელში მაგიდისკენ წავიდა.

~~~

ასეთი საყვარლობების წერას ვაპირებ და თუ მოგწონთ ხშირად დავდებ 💜

თბილი დილაWhere stories live. Discover now