–შეგიძლია ფანჯარა ჩასწიო?–ჯინისკენ გაიხედე და შენთვის სასურველი ღილაკის ძებნა დაიწყე, თუმცა მან დაგასწრო და შენი ფანჯარა ჩასწია.
ორივე ხელი ღია ფანჯრის ქვედა ნაწილზე მოათავზე, ხელებზე კი თავი დადე. სახეზე ცივი ნიავი გეხებოდა, რომლის გამოც სასიამოვნოდ დაგიარა ჟრუანტელმა. სიამოვნებისგან გაიღიმე. ზუსტად ისეთი ამინდია, როგორიც შენ და ჯინს ბავშვობიდან გიყვართ, ღრუბლიანი და ცივი, რომლის დროსაც გინდა ვინმეს მოეხვიო რომ გაგათბოს, თუმცა ჯინის გარდა გვერდოთ არავინ გყავს. ღრმად ჩაისუნთქე გაზაფხულის ცივი ჰაერი. ცოტას წინწკლავდა, ამიტომაც სახეზე რამდენიმე წვეთი დაგეცა, რომელიც გესიამოვნა.
—თავი შემოყავი გაცივდები.— ჯინის მზრუნველი ხმა გაიგე და მისკენ მიბრუნდი, რომელიც გზას უყურებდა. მის სიტყვებს დაუჯერე და ფანჯარა უხმოდ ასწიე.
ჯინის უნაკლო პროფილისკენ გაიხედე და მისი თვალიერება დაიწყე: დიდი და ლამაზი თვალები, რომელიც გზისკენ იყო მიმართული. ის ისეთი სიყვარულით გიყურებდა ხანდახან, რომ გული გიჩქარდება. სწორი, ლამაზი ცხვირი და ტუჩები...მისი მსხვილი, მოვარდისფრო ტუჩები, რომელიც ყოველთვის ძალიან გიზიდავდა. მისი შეხების შანსი მხოლოდ ერთხელ მოგეცა და ამის გამეორებაზე უარს რა თქმა უნდა არ იტყოდი. შენი ფიქრების გააზრებაზე ნერწყვი მძიმედ გადაყლაპე და ტუჩი მოიკვნიტე.
შენ და ჯინი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ, თითქოს დაბადებიდან მეგობრობთ, თუმცა ერთი კვირის წინ ისე მოხდა, რომ ჯინთან სახლში სოჯუს დალევის შემდეგ ერთმანეთს აკოცეთ, არ გახსოვს რატომ ან რისთვის, მაგრამ ფაქტია რომ ერთმანეთს აკოცეთ. მეორე დღეს ორივემ თავი მოიკატუნეთ თითქოს არაფერი გახსოვდათ. ცოტა ნაწყენიც კი ხარ, რომ მისგან არანაირი რეაგირება არ მიგიღია, თითქოს ეს მისთვის არაფერს ნიშნავდა. ჯინი ყოველთვის მოგწონდა, როგორც მეგობარი და რამდენიმე თვეა ამჩნევ, რომ მასზე არც თუ ისე მეგობრულად ფიქრობ, თუმცა არ აპირებ ამის გამო თქვენი მეგობრობის დანგრევას. ცდილობდი ეს დაგეიგნორებინა, არც კი გიფიქრია, რომ მასთან შესაძლოა ურთიერთობა აგწყობოდა.