8

257 23 3
                                    

ესეც დეგუ. ჩამოვედით. (ამთქნარებს ჰოსოკი და ხელებს იშვერს)

დეგუუუუუ. იეიიი, რუნი ნახე დეგუში ვართ. ნამჯუუუნ შენ ჩვენთან ერთად ხომ წამოხვალ?(კელი)

არა, არა თქვენთან ერთად რა მინდა? კიდევ ბევრი მომთხოვნი მყავს.

მაგრამ ჯუნიი...

ჯუნი?...მოიცადე შენ ახლა ჯუნი დამიძახე?

ჰომ...რამე მოხდა?

არა არაფერი(ჩაიცინა და მანქანაში ჩაჯდა)

მოკლედ მე წავედი და თქვენ მშვიდობიანი დასვენება.

ასე არ შეიძლება! (კელიმ ფეხი დააბაკუნა და გაიბუსა)

ნამჯუნმა ისევ ჩაიცინა და წავიდა.

მე მეჩვნება თუ კელის ნამჯუნი მოეწონა? რას იტყვი სევა? (ფეი)

რა უნდა ვთქვა, ეს მართლაც ასეა.

მორჩით ლაყბობას და წავიდეთ!(კელი)

ნახევარ საათში ყველა ჯიმინის სახლში იყო.

სად უნდა დავიძინო? (სევა)

წამოდი გაჩვენებ. (ჰოოსოკი)

მოიცა შენ რა იცი?(სევა)

ამ სახლში გავიზარდე ნაწილობრივ.(ჰოსოკს და ჯიმინს სიცილი აუტყდათ)

ჰოოჰ! ნუ დამცინით, მე რა ვიცოდი! (სევა)

კარგი, ოღონდ შენც არ გაგვებუტო და...(სიცილით მიმართა ჯიმინმა)

ნამჯუნი მთელი გზა კელიზე ფიქრობდა და ბოლოს გადაწყვიტა დაერეკა და მოეკითხა.

ჯერ სულ რაღაც ორი საათი გავიდა ცოტა კიდევ ხომ არ მომეცადა...(ფიქრობს ხმამაღლა)

დავურეკავ...

კელი რუნის ნივთებს ოთახში ფანტავს და თან მღერის, უცებ ტელეფონზე ზარის ხმა გაიგონა.

გისმენთ...

ამ, კელი ნამჯუნი ვარ...მინდოდა გამეგო როგორ ხართ...

ჯუნიიიი, ეს შენი მეორე ნომერიაა?ჩავიწერ,ჩვენ კარგად ვართ შენ როგორ ხარ?

მეც კარგად ვარ...ხო ეს ჩემი მეორე ნომერია. კარგი რადგან ყველაფერი რიგზეა გავთიშავს.

კარგიი საღამოს შეგეხმიანები. (კელიმ ტელეფონი გათიშა და ლოგინზე მლწყვეტით დავარდა)

რა კარგი შეგრძნებაა როცა ვიღაც შენზე ნერვიულობს, რა კარგი გრძნკბა ყოფილა როდესაც ვინმე გიყვარს.

უცებ წამოხტა და მისაღებში გავარდა

ჩვენ სეულში როდის დავბრუნდებით?!

ყველა გაჩერდა და კელის გამოუბრუნდა...

კელი რა გემართება?

მითხარი სევა ჰოსოკი რომ შეგიყვარდა შენც ასეთი ცანცარა იყავი?

უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა...

სევამ ჩაახველა, არა მე არ ვიყავი ცანცარა პირიქით ჰოსოკი იყო.

ჩაიღიმა და ისევ თქვა: ჯუნი მოგეწონა?

რათქმაუნდა.

აიპრიხა ცხვირი და ისევ ოთახში შევიდა.

ჯიმინის და ფეის გაშტერებული სახე ჰქონდა და ჰოსოკი იცინოდა.

მესმის მისი.

ჰო ჰოსოკ აბა რა გესმის (სიცილით უთხრა სევამ)

მოკლედ..ორ დღეში წავალთ.(ხმამაღლა ამბობს ჰოსოკი ისე რომ კელის გააგებინოს)

უფრო მალე არ შეიძლება?(გამოყო თავი კელიმ)

კელიი ერთი კვირით ჩამოვედით და შენი ჯუნისთვის ორ დღეში მივდივართ!

ხო კარგი ჰოსოკ! ნუ მიყვირი! ნაჰ!

გადამრევს ეს გოგო!

***
გისმენთ. (პასუხობს სევა ტელეფონს)

ბატონი სუჰოს შვილი ბრძანდებით?

დიახ...რა ხდება?

დედათქვენის...

დედაჩემი?...რა მოხდა? როგორ არის?




როგორც იქნა დავდე...ვიცი პატარაა და მხოლოდ დიალოგებია..მაგრამ დრო გამომიჩნდა და დავწერე...ბოდიშით ამდენი ხანი რომ ვერ დავდე შემდეგ თავს დიდი ალბათობით დავდებ მალე...💜💜💜

~მარტოობა~(დასრულებული) Where stories live. Discover now