1/1

1K 103 27
                                    


Sope

–უბრალოდ გამიშვი–იუნგიმ ჩაიჩურჩულა და ჰოსოკის ხელს შეხედა მის მკლავზე, ის კი არც კი განძრეულა, იუნგის ასეთ საქციელებს უკვე შეჩვეული იყო.

–ამის დედაც, უბრალოდ მარტო დამტოვე!– დაიღრიალა,  ჰოსოკის ხელი ძლიერად მოიქნია და თავი გაინთავისუფლა.

–არა ჰიონ, შეგიძლია უბრალოდ მომისმინო?– ჰოსოკი მთვრალ იუნგის გაეკიდა და ისევ შეაჩერა.

–ჰოსოკ! სანამ შენთვის რამე მიქნია აქედან დაახვიე!–თვალებში ჩახედა. იუნგის თვალები აწითლებული იყო ალკოჰოლისგან, თუმცა ჰოსოკს ეს არ აშინებდა.

–სანამ არ მომისმენ არსად წავალ–მშვიდად თქვა და იუნგის ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. იუნგი ამ სიტყვებზე უფრო გამწარდა და ხელი ძლიერად მოიქნია, ჰოსოკმა კი თითი ტუჩზე გადაისვა და სისხლს შეხედა, რომელიც იუნგის დარტყმისგან იყო გამოწვეული.

–შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდა...– ეცადა არ წაქცეულიყო, რადგან დალევა ზედმეტი მოუვიდა და ბარბაცებდა.

–შეგიძლია იმდენჯერ დამარტყა, რამდენჯერაც გინდა. არსად არ წავალ.– ჰოსოკი ისევ იუნგისკენ მიიწია, მან კი მუშტი უკვე ცხვირში უთავაზა, რაზეც ჰოსოკი ინერციულად უკან გადაეშვა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება შეძლო.
იუნგის უაზრო საქციელი უკვე მობეზრდა, ამიტომ მისკენ მიიწია და თვითონაც ჩაარტყა.

–მე მასთან არ ვწოლილვარ!–გაბრაზებულმა დაუღრიალა და იუნგის კიდევ რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ამისგან კი თავი ბევრად უკეთ იგრძნო, სიბრაზე სადღაც ქრებოდა. იუნგიმ, სუნთქვაგახშირებულმა ხელები თავზე დაიდო და ჰაერში დაიღრიალა.

–შეგიძლია უბრალოდ ნორმალური ადამიანივით ისაუბრო და ყველაფერი მუშტებით არ აგვარო?–უთხრა ასფალტზე გაწოლილ იუნგის, როდესაც ცოტა დამშვიდდა.

– ყველაფერი გავიგონე– წამოდგა და ჰოსოკს საყელოში წვდა. –ამდენი ხნის ურთიერთობის შემდეგ ვიღაც იდიოტთან მიღალატე.–მის ხმაში წყენა იგრძნობოდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 20, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Leave me alone!Where stories live. Discover now