Chapter 3

1.3K 97 22
                                    

თავი 3

|Emir the killer Belfast|

***

ხუთშაბათს მომხდარის შემდეგ სამი დღე გავიდა.ზოგადად ორშაბათობით წასვლა არ მეზარება სასწავლებელში,რადგან ამ დღეს მსოფლიო ისტორიის განხილვის დღე გვაქვს ისტორიის ლექციაზე,ხოლო ისტორია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანია,იმის მიუხედავად რომ ახალ უნივერსიტეტში ერთი კვირაა ვსწავლობ მაინც მაქვს საყვარელი გაკვეთილების სია.მაგრამ დღეს წასვლა არ მინდა,ამის მიზეზი კი ისაა რომ დღეს ლიამს სასჯელი უმთავრდება,მე კი გული კარგს არაფერს მიგრძნობს.

პარასკევს ლექტორს მოვუბოდიშე რომ ის ტესტირებების ფაილი დამეკარგა რომელიც მისის დემარკოსდვის უნდა გდამეცა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა მისის დემარკოს არ ეცალა და ფაილის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა მოითხოვა,ამის გამო ლექტორმა მომიბოდიშა,სულ ტყუილად წავსულვარ დელერში.ბედის ირონიაა არაა?

საწოლიდან ავდექი და ჩავიცვი ჩემი საყვარელი შინდისფერი ჯინსის კაბა რომელიც მუხლებს ოდნავ მაღლა იყო,ზემოდან მონაცრისფრო მაისური და უბრალოდ კედები.ესაა ჩემი ჩვეული სტილი.ზედმეტად კომფორტულად ვგრძნობ კაბაში თავს,ისევე როგორც შორტში ან შარვალში.

ჰელენი სამსახურში წასულა.ნაილი კი ჯერ ისევ არ აპირებს ჩამოსვლას ლოს-ანჯელესიდან,საქმეზე იქ ასე ერთი კვირის წინ გაემგზავრა,მაგრამ რა საქმეა ასეთი დაუსრულებელი

საერთოდ ნაილზე თუ ვსაუბრობ უნდა ვახსენო ბლეიკი.მისი შეყვარებული იყო ასე სამი წელია დაშორდნენ.ის სულ ორჯერ მყავს ნანახი,არც გვარი ვიცი არც ასაკი,მხოლოდ სახელი.მაგრამ ნაილი მას ხშირად ახსენაბდა ჩვენთან,ასე ამბობდა ცოლადაც მოვიყვანო არადა სულ ცხრამეტისა იყო მაშინ ნაილი.მაგრამ მერე რა მოხდა არავინ არ იცის,ასე უბრალოდ ერთ დღეს დაშორდნენ.ერთმანეთი ძალიან უყვარდათ,ამაში უდავოდ ვარ დარწმუნებული,მაგრამ სულ ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ რაღაც სხვა მოხდა,"უბრალო დაშორებაზე" მეტი.ამ ამბის შემდეგ ნაილი ნელ-ნელა გაცივდა,ჩაიკეტა.არავის ნახვა არ სურდა.მეც და ჰელენსაც კი გაუუცხოვდა.მეგობრებს ჩამოშორდა.ერთი პერიოდი სახლში საერთოდ აღარ მოდიოდა,ან თუ მოდიოდა გამარჯობას მეტს არაფერს გვეუბნებოდა.მაგრამ მერე ოდნავ გამოსწორდა.სულ ოდნავ.თუმცა დიდი ვერაფერი.ახლაც ასეა,ვერაფერს ვერ ვეკითხები,არადა ისე მაინტერესებს,მისი ცხოვების ყველა დეტალს სიამოვნებით მოვისმენდი.ადრე სულ მიყვებოდა,ახლა კი არა.

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now