თავი 1

592 19 1
                                    

Frustration

-ჯანდაბა რენესმე - გავყვირივარ და სარკიდან მზერა კარზე გადამაქვს , მასთან მივდივარ და მთელი ძალით ,, ვგლეჯ ".
- სად ჯანდაბაში ხარ - ვბუტბუტებ და გაბრაზებული სამზარეულოში შევდივარ .ასეც ვიცოდი.
-რენესმე რატომ არ გამაღვიძე ?
შეცბუნებული თავს სწრაფად ატრიალებს ჩემსკენ , შემდეგ კი უბრალოდ იბნევა
- მეე .. დამავიწყდა - ლუკმას ძლივს ყლაპავს და ,, მეტჯერ აღარ ვიზავ " სახით მიყურებს
- რენესმე თუ შენს გამო სამსახურს დავკარგავ დაგასაფლავებ - ღრებით ვეუბნები და მისაღებში შუშის მაგიდაზე დადებულ ჩემს ტელეფონს ვწვდი

ჯანდაბა , 4 გამოტოვებული ზარი სელენასგან !

- რენესმე თუ ის..
- ჯანდაბა გრეის ასე ნუ მეძახი , მე რენე მქვია ! - მობეზრებულად ხმამაღლა მეუბნება. მშვენიერია ! დღეს ორივე უჟმურ ხასიათზე ვართ !
- კარგი რენეს.. რენე - შევასწორე სანამ ცოცხალი ვიყავი. არადა როგორ მიყვარს , რენესმეს რომ ვეძახი და ნერვებს ვუშლი !
- მოგწონს არა ჩემს ნერვებზე რომ თამაშობ ? - გაბრაზებული მეუბნება , ჯანდაბა გაბრაზდა. ესაა მისი საშინელი თვისება ! მაგრამ მე ვიცი როგორც დავაწყნარებ
- კარგი რენეე ხომ იცი როგორ მიყვარხარ - მისკენ მივიწიე და ლოყაზე 3ჯერ ვაკოცე
- კარგი გრეის ასე სულ ,,დამდორბლავ "- სიცილით მეუბნება და ლოყაზე ხელს ისმევს , ვითომდა ლოყას იწმენდავსო
- კარგი უნდა ჩავიცვა და სელენას დავურეკო , დღეს სერიოზულ თემაზე უნდა გველაპარაკოს - ვვოხრავ და დივნიდან ვდგები.

- სელენა რა უნდა გეთქვა ? - რენე ჩანთიდან ტუჩსაცხს იღებს და პატარა სარკეში იყურება , შემდგომ ცდილობს სწორად წაისვას ის ტუჩებზე
- გოგოებო არც ისეთი სახარბიელო ამბავი მაქვს - ოხრავს სელენა და გვიყურებს
- ასეთი რა ხდება - რენე 1 საათის შემდეგ მორჩა ტუჩსაცხის წასმას და უკან , ჩანთაში დააბრუნა .
- აქედან მიდიხართ ,ამიერიდან..
- რას ბოდავ ?- სიტყვის დასრულებას არ ვაცდი , რასაც მაშინვე ვნანობ როგორც კი ჩემსკენ მომავალ სელენას მზერას ვაწყდები
- ნიუ-იორკიდან ლონდონში მიდიხართ , იქ კი სხვადასხვა გამომძიებლებთან და დეტექტივებთან ერთად იმუშავებთ . მოგეხსენებათ ამ ბოლო დროს ბევრი საქმე გამოიძიეთ წარმატებით . ახლა კი დროა თქვენი სიბრძნე ინგლისში განავრცოთ
- სელენა სევდიანი თვალებით გვიყურებს . რათქმაუნდა- ადვილი არაა 4 წელი იმუშაო ადამიანთან და შემდეგ სრულიად მოულოდნელად მას დაგაშორონ. ხის მაგიდაზე დამდგარ თეთრ ფინჯანს , რომელშიც არსებულ სივრცეს ყავა ავსებს , ორთქლი ამოდის . ვვოხრავ. თვალებს ერთმანეთს ვაჭერ , შემდეგ კი ვახელ და სელენას ვუყურებ

FrustrationWhere stories live. Discover now