Meet
Frustration
დილით მაღვიძარა მაღვიძებს. უმალ ვდგები და მას ვრთავ შემდეგ კი სწრაფად ვჯდები საწოლზე. ვფხიზლდები და სააბაზანოში შევდივარ. ალბათ ასე იფიქრეთ , არა ?
არა !
მაღვიძარის უსიამოვნო ხმა მთელს არემარეს მოედო და შეუჩერებლად გამოსცემდა ხმას. ხელი ზანტად ავწიე და მაღვიძარა გამოვრთე. ამოვიოხრე და თავი ავწიე რომ საათისთვის შემეხედა. ჯერ მხოლოდ 7 საათია
წამოვდექი და ჩემი აბრეშუმის პიჟამა გავისწორე , შემდეგ კი გეზი სააბაზანოსკენ ავიღე. 1 საათიანი ნებივრობის შემდეგ კარადასთან დავდექი და ვფიქრობდი რა ჩამეცვა. არა , დროა გარდერობი განვაახლო . ლურჯ ჯინსს და უბრალო მაისურს დავავლე ხელი. მე არ შემიძლია კლასიკური ტანსაცმლით სიარული. მალევე მოვემზადე და დავფიქრდი. ახლა თუ რენეს მაღვიძარის დაყენება დაავიწყდა , მაშინ 1 საათი მაინც დაგვაგვიანდება . სასწრაფოდ ვაღებ კარებს და რენეს ოთახში შევდივარ. აქ არაა ანუ სამზარეულოშია.ქვევით ჩავედი და მას შევხედე
- რენე წასვლის დროა - მან ამოიოხრა და ტოსტის ბოლო ლუკმა პირში ჩაიდო მე კი ტოსტს ხელი დავავლე და გარეთ გავედი. რენემ მალევე მომბაძა და გამომყვა- აქაა ?- ეჭვით უყურებს რენე ჩვენს წინ მდგარ შენობას
- კი ესაა , SMB - მისამართს რომელიც ტელეფონში სელენამ გამომიგზავნა კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და ნაბიჯი გადავდგი . რენეც უკან გამომყვა- გამარჯობა , ჩვენ..
- თქვენ ხართ რენე და გრეისი ? - ორმოც წლამდე შეჭაღარავებული კაცი სიტყვას გვაწყვეტინებს რაზეც მხოლოდ ვოხრავ
-აქეთ წამოდით - ჩვენგან მარჯვნივ მიდის და გვანიშნებს უკან გავყვეთ. მის მითითებას ვასრულებთ და მალევე კარის წინ აღმოვჩნდით , რომელსაც ზედ დიდი ასოებით ეწერა :
MrsRobert
კარის სახელურს ხელი ჩაავლო კაცმა და შიგნით გვიბიძგა. ჩვენც შიგნით შევედით. შავი ტყავის სავარძელში მჯდომი მამაკაცის მზერა ჩვენსკენ გადმოვიდა
-გრეისი და რენესმე , არა ?- გვეკითხება მისტერ რობერტი
-დიახ
-ერთი წუთით -ტელეფონს იღებს და ნომერს კრეფს , მალევე კი ვიღაცას ეუბნება
-მისტერ ჰორან შეგიძლიათ მოხვიდეთ ?- ეკითხება ბოხი ხმით ,,მისტერ ჰორანს "
- კარგი -მას შემდეგ რაც უცნობმა პასუხი გასცა მან ტელეფონი გათიშა და ჩვენ მოგვიბრუნდა
- დაბრძანდით - ზედმეტად სერიოზული ტონით გვეუბნება და იქვე მდგომ მდივნებზე გვითითებს. მივდივართ და ვსხდებით. მალევე მესმის როგორ იღება ხის კარი . მისკენ ვიხედები და პირველივე რასაც ვხედავ მისი ცისფერი თვალებია . შავი ზედა და ჯინსი ეცვა. ჰმ, ჩემი სტილი !
ვამჩნევ უკან როგორ მოჰყვება მაღალი კულულა ბიჭი მწვანე თვალებით . მას კლასიკურად აცვია . სერიოზულად ?
ცისფერთვალება ბიჭის მზერა ჩემსკენ მოდის. სულელივით ვაშტერდები და მხოლოდ შემდეგ ვტვინავ , რომ მიშტერება უზრდელობაა. ბიჭს მზერა ჩემგან რობერტზე გადააქვს.
- მოკლედ , თქვენ ოთხნი იმუშავებთ 9წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე . ოღონდ მეტი სიფრთხილე გმართებთ , შეცდომის დაშვება არ შეიძლება ეს სიკვდილის ტოლფასია !
- და მუშაობას როდიდან ვიწყებთ ? - ვიკითხე. შევამჩნიე ცისფერთვალება ბიჭმა როგორ გამომხედა
-ახლავე , უბრალოდ დოსიეს მოვიტან არქივიდან . მალე დავბრუნდები თქვენ მანამდე ერთმანეთი გაიცანით - დგება და შავი კოსტიუმის ღილს იკრავს მალევე კი ოთახს ტოვებს.
- ჰეი მე ნაილი ვარ , ნაილ ჰორანი -თავი წარმოგვიდგინა ცისფერთვალება ბიჭმა. აჰ , ნაილი !
- მე გრეისი ვარ - შევხედე და გავუღიმე
-მე ჰარი ვარ , ჰაროლდ ედვარდ სტაილსი მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ ჰარი დამიძახოთ - როგორც იქნა ყურადღება იმ მწვანეთვალებას მივაქციე . რენეს შევხედე ,იმ ბიჭს უყურებდა
-მე რენე ვარ , რენე უილიამსი - თავისი თავი წარმოადგინა რენემ
კარი რობერტმა მალევე შემოაღო
-ნახევარ საათში დაიწყება გამოძიება სკოტ ბროუნის სახელობის სკოლაში ამიტომ ახლავე უნდა წახვიდეთ
- კარგი მაშინ რაღას ვუცდით - ინიციატივა გამოიჩინა ჰარიმ და სწრაფად წამოდგა - წავიდეთ -ჩვენც ავდექით და მასთან ერთად გარეთ გავედით
YOU ARE READING
Frustration
Fanfictionვერ ვხედავ ის ადამიანი კაცია თუ ქალი, რადგან სახეზე რაღაც აქვს ჩამოფარებული. ვამჩნევ ნაილი როგორ უახლოვდება მას უკნიდან , ცოტაც და მას დაიჭერს მაგრამ... -გრეიიის!-ჩემსკენ ყვირილით მორბის რენე და საქმეს გვიშლის. ხეს ამოფარებული ადამიანი ფრთხება და უ...