არაფერი მახსოვს.
რა გავაკეთე? რა ჩავიდინე? რა მოვიმოქმედე?. არაფერი მახსოვს!
ამ გაუკვერვლობაში გამომეღვიძა საავადმყოფოს, ცისფერ ოთახში. თავი საშინლად მტკივა და ხელებზე თეთრი ბინტი მაქვს შემოხვეული. პალატაში მარტო ვიყავი, მხოლოდ ექთნებს ვხედავდი, რომელებიც დერეფნებში დაიარებოდნენ და მთავარი ექიმების ბრძანებებს ასრულებდნენ. რამდენიმე წუთში ჩემს პალატაში მშობლები შემოვიდნენ, ჩემი გახელილი თვალები დედაჩემა, რომ დაინახა. სიხარულისგან იყვირა, თვალები აუცრემლდა და მაგრად ჩამეხუტა. მამაჩემი კი გაბრაზებული და შეშინებული სახით მიყურებდა. მშობლებმა ექიმს დაუძახეს. მან თვალებში ფანარი მომანათა, მითხრა ხელები ხომ არ გტკივაო?.
-არა.
-კარგია, რამდენიმე დღე წვას იგრძნობ, ცოტა სისუსტესაც. ლიამ, ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ყველა შეაშინე, ახლა კი როგორც ექიმი ვალდებული ვარ ფსიქოლოგთან მიღებაზე ჩაგწერო.
-კი, მაგრამ, რა გავაკეთე? არაფერი მახსოვს- მშობლებმა, გაკვირვებული სახით შეხედეს ექიმს.
-ნუ ღელავთ, ეს ხანდახან მოსალოდნელი შედეგია. რამდენიმე საათიანი ამნეზიაა ლიამ! შენ, შენ... თვითმკვლელობა სცადე-დედაჩემს ისევ წასკდა ცრემლები თვალებიდან.
თვითმკვლელობა, ვიმეორებდი გონებაში, ხელებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს გავაკეთე? შემდგომ, ჩემს გვერდზე აპარატს შევხედე, რომელიც ჩემს გულის სცემას ამოწმებდა, მის გვერდით კი სისხლის პაკეტი იყო ჩამოკიდებული, რომელიც პატარა შლანგით ჩემს ხელებში შედიოდა. უეცრად ყველაფერი გამახსენდა.
როგორ ჩავწექი თბილ წყალში...
როგორ ავიღე, სამართებელი...
დედაჩემის ყვირილი, მისი წითური თმების შრიალი ჰაერში.
მამაჩემის, გინებაც მემსოდა ბუნდოვნად. შემდეგ არაფერი მახსოვს. თითქოს პაზლს ვაწყობ, გავიჭედე და ნელ-ნელა ვპოულობ გასაღებს.
საავადმყოფოში, რამდენიმე დღე ვიყავი, ყოველ დღე საათობით ფსიქოლოგი შემოდიოდა და კითხვებს მისვამდა. ნელ-ნელა მეც მახსენდებოდა ყველაფერი, მაგარამ სიტყვა უხვი არ ვიყავი.
-ლიამ, ხომ იცი. ჩემთან საუბრით შეგიძლია გული გადამიშალო. არავის არაფერს ვეტყვი, ამით შენს თავს დაეხმარები.
-ბოდიშით, ექიმო, მაგრამ არაფრის თქმა არ მსურს.
-კარგი.
სახლში დაბრუნებულს მთელი საგვარეულო დამხვდა. მიღიმოდნენ და მეუბნებოდნენ, თუ რა კარგია, რომ ცოცხალი ვარ და მათთან ერთად ვარ. რეალურად, მიზეზი არავინ იცის, თუ რატომ გავაკეთე ეს. მხოლოდ მე, და ამის აღიარების მეშინია.
ყველას გვეშინია რაღაცის, რომ გაიგებენ ჩვენზე ყველაფერს და გაგვკიცხავენ, დაგვარიგებენ, რეალურად კი არავინ არ გვეხმარება. სწორედ ამის გვეშინია.

YOU ARE READING
And Do You Love Me?
Actionისტორია ზიამზე, რომელიც სავსეა სიყვარულით, რომელსაც მოსდევს დიდი გულის ტკენაც...