5 თავი

279 27 0
                                    

ზარი დაირეკა თუ არა მე და ზეინი კლასისკენ ერთად წავედით. კლასში როცა შევედით გაკვირვებული დავჩი, რადგან მერხები საერთოდ არ იყო კლასში. ყველა მოსწავლე რკალისებურად, პუფებზე დამსხდარიყვნენ და წინ მაგიდას მიყრდნობილ მასწავლებელს უყურებდნენ. ნაილი მასწავლებლის გვერდით იდგა და როცა კლასში შევედით გაგვიღიმა.
-სად არის მერხები?
-არ გვაქვს -მითხრა ზეინმა. -რომელ პუფზეც გინდა იქ დაჯექი. მთავარია ისეთი პუფი არ აირჩიო სადაც მაგარი ბანძი ტიპი არ ზის.
-ამ მე, არ ვიცი...
-კარგი მაშინ ჩემს გვერდით დაჯექი, მაინც არავინ ზის.
-კარგი-ზეინი ცისფერ პუფზე დაჯდა მე კი მის გვერდით, ყვითელზე პუფზე, როგორც ბუდა ისე დავჯექი. ფეხების წინ ლიტერატურის წიგნი და რვეული დავდე. მუხლებზე კი სახატავი ფურცლები და შავი ფანქარი დავიდე.
-ხატავ?
-ამ ზოგჯერ კი.
-აა გამახსენდა. იმ დღეს კაფეში შენი ნახატები ხომ ვნახე. კარგად ხატავ.
-მადლობა.
-ბავშვებო-მასწავლებელმა საუბარი დაიწყო-როგორც ყველა ძველმა მოსწავლემ იცის, ყოველი წლის დასაწყისში ჩვნე ვდგამთ სპექტაკლს -მასწავლებელმა დაფაზე თეთრი ცარცით „თეატრი" დაწერა-გთხოვთ მისი განმარტება მითხარით.
-თეატრი ხელოვნების დარგია. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, პუბლიკის წინაშე მსახიობების მიერ. -ერთხმად თქვეს მოსწავლეებმა. გაკვირვებულმა ზიამს შევხედე.
-უყვარს იმპროვიზაცია. ნარცისი მასწავლებელი გვყავს.
-მოკლედ ბავშვებო, ბევრი ვიფიქრეთ თუ არა მე და ნაილმა. გადავწყვიტეთ რომ რომეო და ჯულიეტა დაგვედგა, თანამედროვე დროში. ნაილ გთოხვ პიესა დაარიგე. -და აი ნაილის მოქმედების დროც დადგა, მან მაგიდაზე დახვავებული ფურცლები ხელში მოიმარჯვა და თითოეულ მოსწავლეს დაგვირიგა.
-მე რომეო მინდა ვიყო.
-მე ჯულიეტა.
ატყდა ერთი კაკანი კლასში, ყველას მთავარი როლი ჰქონდა. აი მე კი ხის როლსაც კარგად შევასრულებდი, ოღონდ არსად გამოვჩენილიყავი.
-რადგან თანამედროვე დროა -თქვა ბიჭმა რომელმაც დასვენებაზე ჩვენს მაგიდაზე ლანგარი დაახეთქა -მოდი პიდარასტებზე იყოს და ჯულიეტა ბიჭი იყოს. ჰა რას იტყვი ზეინ, შენ და ახალი კარგი წყვილი იქნებოდით ერთად. რაო უკვე გაჟიმეთ ერთმანეთი?
ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო. ყველა ჩვენ გვიყურებდა. თითქოს დამაჰიპნოზეს და ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს სხვა სამყაროში მოვხდი.
-ჰარი!-ჩვენს დროში მასწავლებელის ძალიან მკაცრმა ტონმა გადმომიყვანა-ახლავე დირექტორთან, ახლავე!
ჰარიც ადგა და გინებით კლასი დატოვა, თან კარები ძალიან მოაჯახუნა.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ ლიამს. ეგ სულ ასეთი გამოთაყვანებული იყო-მითხრა ზეინმა, მე კი მხოლოდ გავუღიმე.

სკოლის პარკინგის ტროტუარზე ვიდექი. ძალიან წვიმდა და ცივი ქარი უბერავდა. ჩემს წინ შავი მერსედესი გაჩერდა, როცა ფანჯარა ჩამოიწია საჭესთან მჯდომი ნაილი დავინახე.
-ჰეი ლიამ, სახლში წაგიყვანო?
-არა მადლობა, მანქანით ვარ.
სახლისკენ მიმავალი გზა ცოტა სახიფათო იყო. საბურავები სრიალებდა და გზის გაკვლევაც ძნელი იყო. სახლში როცა შევედი უჩვეულო არაფერი დამხვედრია. მომღიმარი დედაჩემი, სამზარეულოში ფუსფუსებს. ეს ყალბი ბედნიერება. როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ყოველი დღე ასეთი ყალბი იყვნენ? რობოტებს გვანან ასეთი საქციელებით. როცა მხედავს ის ღიმილით მესალმება, მეც იგივეთი ვპასუხობ და ჩემს ოთახში ავდივარ.

And Do You Love Me?Where stories live. Discover now