⛓️თავი 1.⛓️

78 9 4
                                    

გამარჯობათ. მე ვარ ლისა მანობანი.  მყავს ძმა , მისი სახელია ლუჰანი.  მე, დედ-მამა და ჩემი ძმა კორეაში ვცხოვრობთ, სეულში.
16 წლის ვარ და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ცხოვრებისგან დატანჯული ადამიანი ვარ.

მოდი, ახლა ვნახოთ საიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა.

×××
მამაჩემს დიდი ბიზნესი ქონდა, ძალიან კარგი შემოსავლებით , ის კონტრაქტებს აფორმებდა სხვადასხვა სახის დიდ კომპანიებთან.
მამა მალევე გარდაიცვალა , მე მაშინ 14წლის ვიყავი. ბიზნესის წინ წაძღომა ჩემს 21წლის ძმას ლუჰანს მოუწია.

ერთი წლის მანძილზე ის ამ საქმეს მშვენივრად უძღვებოდა , მაგრამ მალევე ვალები აიღო, რის შედეგადაც ჩვენი კომპანია თანდათან იძირებოდა.

ერთხელ ჩემი ძმა სახლში გვიან დაბრუნდა.

-ლუჰან, შვილო მოხვედი? (დედა)
-ხო დედა. სალაპარაკო მაქვს შენთან ცალკე. ლალისა შეგიძლია ოთახში ახვიდე? თან იმეცადინე.
-მაგრამ მე ჯერ ჭამა არ დამისრულებია.
-ნუ მეპასუხები. გითხარი რომ სალაპარაკო მაქვს. ადი ოთახში, მალე.
-კარგი
ესღა ვთქვი და სწრაფად დავტოვე ის ოთახი რომელშიც კრისი და დედაჩემი იმყოფებოდა.

Luhan Pov.
-დედა ,  მისმინე. ვიცი რომ ეს ამბავი არ გაგიხარდება , ეს რომ გადავწყვიტე თითქოს საერთოდ გამომეცალა ძალა, მაგრამ ახლა სხვა გზას ვერ ვხედავ.
-გისმენ, შვილო, თქვი რა ხდება
-გახსოვს ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან კონტრაქტი რომ გავაფორმეთ? ბატონ პარკთან. მე მისგან საკმაოდ დიდი ვალი ავიღე. ვერანაირად ვერ გადავუხდი, მხოლოდ ერთი გზა მაქვს. მას 18 წლის ბიჭი ყავს,ისინი უნდა დაქორწინდნენ....
დედას ეს ვუთხარი და დავინახე როგორ გაშტერებული მიყურებდა, მივხვდი რომ ვერ მიხვდა ვინ „ისინი“
-დედა, მისმინე. ლალისა და ის ბიჭი. ისინი უნდა დაქორწინდნენ.
-გაგიჟდი? ლუჰან გაგიჟდი?? რომ გეკითხები მიპასუხე!!! რა სისულელეებს ლაპარაკობ გესმის?? ლუჰან ლისა ხომ 16 წლისაა ?? ის როგორ უნდა გავათხოვოთ?? სწავლასაც უნდა მოვწყვიტოთ და ლაღ ბავშვობასაც?
-დედა მაპატიე გემუდარები... იმედია ლისაც გვაპატიებს ამას... მე დაველაპარაკები, ხო 16 წლისაა მაგრამ იმდენად ჭკვიანი და გამგები გოგოა ყველაფერს გაიგებს და ამას ჩვენი ოჯახისთვის გააკეთებს, მე ვიცნობ მას.
-ლუჰან, ლალისა რომ იქ ცუდად იყოს მე მოვკვდები გესმის?
-მე ველაპარაკე ბატონ პარკს. ჩვენ შევთანხმდით რომ ლისას კარგად მოუვლიან. შეიძლება ჩვენზე კარგადაც დედა.
დედას აღარაფერი უთქვამს , მიბრუნდა და ჭურჭლის დამშრალებას შეუდგა.

×××
Lisa Pov.
ჩემს ოთახში ვიყავი და გაკვეთილებს ვამზადებდი, როცა ლუჰანი ოთახში შემოვიდა
-ლუუ, რამდენჯერ გითხრა დაკაკუნების გარეშე ნუ შემოდიხარ.
-ლისუ სასწრაფოდ სალაპარაკო გვაქვს.
-კარგი მიდი დაიწყე და მალე მორჩი, ხომ ხედავ სამეცადინო მაქვს.
-ლისა, ჩვენ ერთ-ერთი კომპანიის საკმაოდ დიდი ვალი გვაქვს. და გამოსავალი ერთია, ის რომ.... რომ... ამმ...
-თქვი...
-კომპანიის მმართველის შვილს უნდა გაყვე ცოლად...
თითქოს ხმა ჩამიწყდა ეს სიტყვები რომ მოვისმინე .
-მე... რაუნდა ვქნა?
-სხვა გამოსავალი მართლა არ არის. ჩვენ სახლსაც დავკარგავთ არა მარტო კომპანიას თუ ეს ქორწინება არ შედგება და ღია ცის ქვეშ დავრჩებით. ლალისა, შენ ჭკვიანი გოგო ხარ და ვიცი რომ ამას გაიგებ.
-ნახევარი საათი მომეცი, ყველაფერი ავწონ-დავწონო და პასუხს გეტყვი.
-კარგი.
შუბლზე მაკოცა და გავიდა.

20წუთიანი ფიქრის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ თანახმა ვარ. თანახმა ვარ ჩემს მომავალზე უარი ვთქვა, სწავლაზე და სხვა ყველაფერზე, რადგან დედაჩემი და ჩემი ძმა ყველას მირჩევნია. მე ჩემი თავი გავყიდე.

ქვემოთ ჩავედი.
-ლუჰან, პირდაპირ გეტყვი. თანახმა ვარ.
-ვიცოდი. ჩემი პატარა გენიოსი. მაშინ ბატონ პარკს ვეტყვი, რომ ხვალ მოვიდეს და ჯიმინი ყველას გაგვაცნოს.
-ვინ?
-ჯიმინი. ის შენი საქმროა ....

MONSTER.😈Kde žijí příběhy. Začni objevovat