Theres only 1 part sooo

119 13 3
                                    

როცა დაისის დროს გაზაფხულის წვიმა კატებს დაშლისკენ მოუწოდებს, მზის სხივები წვიმის წვეთებს ნეონის ფილტრს ახურავს თითქოს ზევსი ნიშანს გვაძლევს ტარტაროსიდან ჰადესის გათავისუფლებისა, მაგრამ მალე მზის სხივები ოთხმოცდაათიანებიდან შემორჩენილი ხრუშოვკის რკინაბეტონის ფარდას ეფარება და ნეონის წვიმა ისევ ქუჩის კატების ელფერს იძენს, ამდროს გახსენდება, რომ შენი სიცოცხლეც ისეთივე მოკლეა როგორც ალისფერი წვიმა და მალე კუბოზე დაყრილ მიწას ამოეფარება, ცოტახანში აანალიზებ რომ მკვდარს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეგიძლია ვიდრე ცოცხალს როცა შენი გვამი მიწას გაანოყიერებს და მატლების საუზმედ იქცევა თავისთავად მატლებიც ჩიტების საკვებად იქცევიან და ერთდროს კვებითი ჯაჭვის სათავეში მყოფი მის სარდაფში აღმოჩნდები. ამაზე ფიქრის დროს წამები საათებად იწელება და ღრმად ჩამარხული სუიციდის სურვილი იღვიძებს როცა წარმოიდგენ თავისუფალ ვარდნას კლდიდან წყნარ ოკეანეში როგორ მიაქვს ტალღებს შენი გვამი პირველი სიყვარულის ფოტოთი ხელში ეს ყველაფერი კი მატლების საუზმედ ქცევას ბევრად სჯობს, მაგრამ ამდროს შენს ოთახში მყოფი პატარა ქოთანი გახსენდება და ფიქრობ რომ მისთვის ღირს ამ დამპალი ყოფის ატანა, რომ მან როგორც მისმა წინამორბედნა თბილისის გეტოებიდან წაგიყვანოს გაცდე სტრატოსფეროს, მზის სისტემას და უკიდეგანო გალაქტიკებს კოსმონავტის სკაფანდრის გარეშე ვალსი ეცეკვო პასიურ acid ბითზე, შემდეგ დაუბრუნდე დედამიწას და პრიხოდების მოლოდინში დოკუმენტურ ფილმს უყურო დროში მოგზაურობაზე, ამდროს ტელევიზორი ითიშება და ჩაიდნის დუღილის ხმას პოლიციის სირენები ფარავენ რომლებმაც კიდევ ერთი ზურგჩანთიანი ახალგაზრდა დაიჭირეს და პრემიის მოლოდინში განყოფილებაში მიყავთ მაგრამ ჩანთის გაჩხრეკვის შემდეგ აღმოჩენილი გრამები არაა საკმარისი ამ ბიჭის ცხოცრების მოსპომისათვის ამიტომ რამდენიმე აბბ ემდიემეის უდებენ და გლდანის  ციხეს კიდევ ერთ უკალენდრო პატიმარს უმატებენ. ჩაიდნის ხმა ძლიერდება, მაგრამ ბინაში მარტო ყოფნის მიუხედავად მაინც გაქვს იმედი, რომ მას ვინმე შენსმაგივრად გადადგამს გაზიდან. საბოლოოდ ყველაფრის გაკეთება შენგიწევს და ჩაიდნით ხელში წამიერად შეშდები თითქოს შინაგანი ინტერფეისი გაიბაგა და გადატვირთვას საჭიროებს ანდაც ეს იმიტომ ხდება, რომ ჩაი გახსენებს მას ვინც შენს ცხოვრებას აზრს აძლევდა, მაგრამ ის დაკარგე და ახლა მის დანაკლისს დრაგებით ავსევ, ამავდროულად თრიფებში მას ნახულობ. ცდილობ გახდე lucid dreamer დააპროგრამო სიზმარი ისე, რომ ერთ ღამეში მასთან ერთად მთელი ცხოვრება განვლო თან ეს ისე რომ ყველაფერი რეალურს გავდეს და მხოლოდ გაღვიძების შემდეგ მიხვდე, რომ მასთან ერთად გატარებული წლები უბრალო სიზმარი იყო და შენს დამპალ ყოფას დაუბრუნდე. უკიდებ მალბოროს და ისევ მასზე ფიქრობ, რომ არსებობდეს შანსი თბილისიდან წასვლის და  ნორვეგიის ცივ სანაპიროზე ცხოვრების პატარა მყუდრო სახლში წამოგყვებოდა თუ არა ის. ალბათ არა რადგან მას ახალი ბიჭი ყავს შენ კი ისევ მასზე მოგონებებზე ხარ მიჯაჭვული და არარსებობს სხვა გოგო რომელიც მის ღიმილს შეცვლის ამდროს მიუხედავად შენი არასენტიმენტალურობისა თვალები აგიცრემლიანდება და ამით მიხვდები რომ დროა ისევ მარტოდმარტომ გაახვიო ჯოინთი და თრიფებში დაიკარგო თრიფებში კი ისევ მას ხედაც და ყველაფერი თავიდან იწყება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 16, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ნეონის სინათლეWhere stories live. Discover now