დამეხმარე, ჰიონ

5.3K 280 72
                                    


ჯიმინს უყვარს ჯონგუკი. უყვარს.

უყვარს მისი შემაწუხებელი არსებობა მის ცხოვრებაში. გადამდები სიცილი, რომელიც ბებერი ბატის ყიყინს უფრო ჰგავს. ხუმრობები ჯიმინის სიმაღლეზე. და ნაგლური ჩვევაც კი, როდესაც ჯიმინს ჰიონს არ ეძახის.

ჯიმინს უყვარს როგორც ახლო მეგობარი. როგორც უმცროსი ძმა. როგორც დაუჯერებლად ლამაზი და ძლიერი მამაკაცი.

ჯონგუკი ნებას აძლევს უყვარდეს. ჯიმინსაც მეტი არ უნდა, ოღონდ მისი შეხება შეძლოს, და მთელი არსებით შეიგრძნოს მისი სიახლოვე.


და როდესაც ბაჭიას ღიმილი ყურებამდე სწვდება გუკის სახეს, მას თითქმის არც უკვირს გაგონილის:

-ჯიმინ-აჰ, მე შეყვარებული ვარ.

რას უნდა გრძნობდეს ჯიმინი- გაუგებარია. სიხარულს უმცროსის გამო თუ საშინელ  ეჭვიანობას?

შეგუებას.

ხო. ალბათ უფრო ამას.

ჯონგუკის ჰეტეროსექსუალობაში ის უკვე დიდი ხანია დარწმუნებული იყო. მისი უკანასკნელი ეჭვი მაშინ გაქარწყლდა, როდესაც ჯიმინი შევარდა მათ ოთახში და აღმოაჩინა თუ როგორ მასტურბირებდა მეგობარი რომელიღაც პორნო ვარსკვლავ გოგოზე.

-ვისზე? -ეკითხება ჰიონი, და ცდილობს წყენა გადაყლაპოს, რომელიც არ უნდა არსებობდეს წესით.

ჯონგუკი ვერაფერს ამჩნევს, რადგან შეყვარებულია. ის აგრძელებს ღიმილს და  საბოლოოდ წარმოსთქვამს:

-IU-ზე.

ეს ორი ასო ჯიმინს სულმთლად ანადგურებს და მილიონამდე ბზარს უჩენს მთელს მის არსებას.

-შენ ხომ უკვე დიდი ხანია მისი ფანი ხარ, -პასუხობს უფროსი გაჭირვებით. ამ მეოცნებე სახეს ის პირველად ხედავს. როგორც ჩანს მაკნე აბსოლიტურად ბედნიერია, როგორც იქნა გაუჩნდა ამაღლებული გრძნობა.

Prisoner [ JIKOOK ]  🔞 (სრულად)Where stories live. Discover now