🥂 1 🥂

13.7K 437 90
                                    

ჩემს ირგვლივ ხალხი წრიალებს. მუსიკა, სასმელი, მდიდარი შუახნის მამაკაცები თავიანთ ახალგაზრდა საყვარლებთან ერთად, პატიოსანი ბიზნესმენები...

სკამიდან ოდნავ ვიწევი და წელში გასწორებული ვჯდები, თან ჩემს წითელ კაბას დავყურებ. მე და სოიმ (ჩემი მეგობარი, რომელმაც აქ ძალით წამომათრია) აქ მთელი რამდენიმე საათი ტყუილად დავხარჯეთ და ახლა მობეზრებულებს და დაღლილებს არაფრის თავი გვაქვს.

ვდგები და აივნისაკნე ნელი ნაბიჯებით მივდივარ. მეზიზღება უკვე აქაურობა და გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ როცა გონს მოვალ და აზროვნების უნარიც დამიბრუნდება, სოის აქ წამოყვანისთვის პასუხს აუცილებლად მოვთხოვ.

კარს ვაღებ და როგორც კი სხეულზე ცივი ჰაერის ტალღას ვგრძნობ, თვალებს სიამოვნებისგან ვხუჭავ და წინ, მოაჯირისკენ რამდენიმე ნაბიჯით მივიწევ. ცოტახანს ასე ვარ, ღრმად ვსუნთქავ, მერე თვალს აქეთ-იქით ვავლებ და ჩემგან მოშორებით, სიბნელეში სილუეტს ვამჩნევ, მაინტერესებს ვინ არის და უფრო ყურადღებით ვუყურებ. მალევე ვამჩნევ პატარა, ცეცხლივით წითელ წერტილს. ეს სიგარეტია, რომელიც უცნობს პირთან მიაქვს, მერე კვამლს უშვებს პირიდან, სიგარეტს მოაჯირზე აქრობს და აგდებს. ის მამაკაცია.

იმდენად გავერთე მისი ყურებით, თვალს ისევ არ ვაშორებ და ეს ყველაფერი თითქოს მიზიდავს. უცნობი ჩემსკენ ნაბიჯებს დგამს, მალე გამოერკვია სიბნელისაგან და დარბაზისგან გამომავალმა სინათლემ ოდნავ, მაგრამ მაინც გაანათა მისი სახე.

-არავის უსწავლებია, რომ უცნობზე ასე დაკვირვება უზრდელობაა? -შევკრთი. მას დაბალი ხმა აქვს.

 მას დაბალი ხმა აქვს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
•Handsome Stranger• [JJK] (დასრულებულია)Where stories live. Discover now