👤 17 👤

4.4K 264 40
                                    

ავტორი'ს P.O.V

თეჰიონს და ელენას ახლა სხვანაირი ურთიერთობა აქვთ. ერთმანეთი დიდი ხანია უყვართ, ცოტა ხნის წინ თეჰიონს ამაში ელენაც გამოუტყდა და მიუხედავად დიდი რისკისა, ისინი ერთად არიან. თუმცა რა ხდება ახლა, რა იქნება ხვალ და ზეგ...

თეჰიონი დაღლილ ელენას დაპირდა, რომ თავის სახლში ერთად წავიდოდნენ და როგორც შეთანხმდნენ, ის ელენასთან მაშინ დაბრუნდა, როგორც კი ბიჭები ბარიდან გააცილა.

-ცოტა ხანს კიდევ დამელოდები? პატარა საქმე დამრჩა, მანამდე ეს დალიე. -საქმეში გართულმა გოგონამ თეჰიონს წინ თავისი ხელით მომზადებული ყავა დაუდო, თუმცა თეჰიონმა დაბნეულს ხელი ჩაკიდა და მისი დაღლილი მზერაც მიიპყრო.

-უკვე გვიანია. წავიდეთ. -ბოხი და მშვიდი ხმით უთხრა.

ელენა ტუჩს იკვნეტს, თეჰიონს შეცქერის, მერე ქაღალდებს უჯრაში სწრაფად დებს, ჩანთას იღებს და თეჰიონთან ერთად გარეთ გადის.

მანქანაში ხმა არც-ერთს ამოუღია. თეჰიონი მხოლოდ ელენას ხელს ეჭიდებოდა და ერთი-ორჯერ ნაზად ეამბორა კიდეც. მასთან ელენა პირველად რჩება, თუმცა გოგონას ეს სულაც არ ეტყობა, თავს შინაურულად გრძნობს.

სანამ ისინი დაღლილები საწოლში ჩაწვებიან, ჯერ ელენა აბაზანაში შედის და სარკის წინ ცოტა ხანს თვალდახუჭული დგას. მოულოდნელად კისერზე გრძელ თითებს გრძნობს, რომლებიც ელენას სასიამოვნო მასაჟს ჩუქნიან, მერე კი გრძნობს, თუ როგორ ეცლება მის მხრებს მაისურის "პლეჩოები" და თვალებს ახელს.

-არ გინდა ცხელი აბაზანა მიიღო? -თეჰიონი ყურში უჩურჩულებს და ელენას მაისურს უფრო ქვემოთ წევს. ნელ-ნელა გოგონას სხეულსაც ეკრობა და ხელებს წელზე ხვევს. თვალები სასიამოვნოდ უციმციმებს.

ცოტა ხნის შემდეგ ელენა ცხელი აბაზანით ტკბება. ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვაც არის. როცა ღიმილნარევი სახით საძინებლის კარს ჩუმად აღებს და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში შედის, საწოლში ჩაწოლილ თეჰიონს ცოტა ხანს უყურებს, მერე მის გვერდით წვება. თეჰიონი ბრმად წევს ხელს, ელენას წელს მისკენ ქაჩავს და მთელ სხეულს მკლავებში იქცევს.

•Handsome Stranger• [JJK] (დასრულებულია)Where stories live. Discover now