Imagine
Niall horan
სარკეში საბოლოოდ ჩავიხედე და თბილი , ნაქსოვი სვიტერი კიდევ ერთხელ გავისწორე. ზამთარში საკმაოდ ცივა , მე კი ნამდვილად არ მინდა გაციება. სახლის კარი გავაღე და გარეთ გავედი. მირჩევნია , ფეხით წავიდე. ნელი ნაბიჯებით გავუყევი თოვლიან გზას ჩემი საყვარელი , მყუდრო კაფისაკენ. კიდევ ერთი დადებითი თვისება ამ კაფის ისაა , რომ იქ უამრავი წიგნია. მალევე მივადექი ნაცნობ შენობას . ჩავიღიმე და კარი გავაღე , შემდეგ კი შიგნით შევედი. სითბო მაშინვე მოედო ჩემს სხეულს , რაც მესიამოვნა
- გამარჯობა , ამანდა ! -მივესალმე კაფეში მომუშავე მიმტანს , რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს .მისალმების ნიშნად თავი დამიკრა. მაშინვე მიხვდა რა მინდოდა და შეკვეთის გამზადებაც დაიწყო. ჩემი საყვარელი ადგილისკენ წავედი , რომელიც იქვე , კუთხეში იდგა სხვა მაგიდებისაგან შორს. გავოგნდი , როდესაც ჩემს მაგიდასთან უცნობი , ქერა ბიჭი შევნიშნე , წიგნით ხელში. არ ვაპირებ , ადგილი მას დავუთმო. მაგიდას მეორე მხრიდან მოვუარე და სკამზე დავჯექი , შემდეგ კი ჩანთა მოვიხსენი. ბიჭმა , წიგნი დადო და მე შემომხედა. თბილად გამიღიმა , შემდეგ კი მისი თავი წარმიდგინა
- ჰეი , გამარჯობა , მე ნაილი ვარ , ნაილ ჰორანი - ხელი გამომიწოდა , მეც ჩამოვართვი
- გრეისი , სასიამოვნოა ! - გავუღიმე ასევე შემდეგ კი , როცა შევნიშნე , როგორ გაგვიგრძელდა ერთმანეთის თვალებში ყურება , მზერა ავარიდე . წიგნი ავირჩიე და ხის თაროდან ჩამოვიღე
- აი , ცხელი შოკოლადი , გრეის - გამიღიმა ამანდამ შემდეგ კი , ნაილთან მივიდა - ეს კი თქვენი კაპუჩინო -ამანდამ მალევე დაგვტოვა. ამ კაფეში , საკმაოდ ხშირად დავდივარ და ამანდაც აქ გავიცანი. მხიარული , თბილი გოგონაა
- რას კითხულობ ? - მკითხა ნაილმა და შემომხედა
- აჰ , ქარიშხლიანი უღელტეხილი... მართალია , ბევრჯერ მაქვს წაკითხული მაგრამ , რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო , მაინც პირვანდელი წაკითხვისას მიღებულ შთაბეჭდილებას მიტოვებს ! - აღტაცებით ვთქვი და წიგნის ყდას ხელი გადავუსვი
- ეს წიგნი მეც ძალიან მიყვარს , უამრავჯერ მაქვს წაკითხული - თქვა მანაც და გაიღიმა. რა საყვარელი ბიჭია... გონს მალევე მოვედი და კვლავ წიგნის კითხვა დავიწყე , მაგრამ ნაილის ხმამ კვლავ გამომაფხიზლა
- ამმ.. გრეის - ოდნავ მორიდებით მითხრა
- გისმენ ? - მისი პასუხის მოლოდინში , გავისუსე
- იქნებ... იქნებ ნომრები გაგვეცვალა ? - მითხრა თუ არა ვიგრძენი , როგორ ამიჩქარდა სუნთქვა. ასეთი რეაქცია საიდან , გრეის ?
- კაარგი- გაუაზრებლად ვუთხარი მაგრამ , არც ვნანობდი ამას. ნაილს , აშკარად დაეტყო სახეზე სიხარული. ტელეფონი გამომიწოდა და მეც ჩემი ნომერი ჩავუწერე , იგივე გაიმეორა ჩემს ტელეფონზეც. ფეხზე წამოვდექი
- ამმ .. მიდიხარ ? - ისიც ფეხზე წამოდგა და ისე მითხრა
- კი.. -სახე მოეღუშა , მაგრამ- მაგრამ ყოველდღე , ამ დროს მოვდივარ ხოლმე ამ კაფეში - თვალები გაუბრწყინდა და თავი ღიმილით დამიქნია
- ამმ... შეხვედრამდე - ვუთხარი და გავუღიმე , რაზეც კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი
- შეხვედრამდე , გრეის... - მითხრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა , რაზეც პირღია მივაჩერდი , მან კი გაიცინა და თავი დახარა... არა , ამ ბიჭს ჩემი ცხოვრებიდან ვერასოდეს , ვერავინ ვერ ამოშლის. ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული იყო... ამ დღეს დაიწყო ჩემი ბედნიერება..ესეც იმეიჯინიი 💞 ვიმედოვნებ , საშინელება არ გამომსვლია 😁 დააკომეთ და დაავოუთეთ რაა ❤ და ჰო , კომებში დაწერეთ , ვისზე გინდათ შემდეგი იმეიჯინი რომ დავწერო 💓💓