მარტივი მოუსპობადია. სული მარტივია.

628 80 28
                                    

ჯონგუკი დაღლილი ტოვებს სახლს, სადაც უკვე დიდი ხანია სიჩუმეს დაუსადგურებია. საღამოს 8საათი იქნება. უკვე მოსაღამოვებულია, შემოდგომის მოკლე დღეები თავის კვალს ტოვებენ. ირგვლივ ცივი ქარი ფოთლებს ჰაერში სწევს. გუკის სახე, სწრაფად მოძრავი ჰაერის დაჯახების გამო ტკივილს გრძნობს, თითქოს კანს დანით უსერავდნენ, მაგრამ სულ ერთია. ის წინ მიდის, ახლა წვიმისგან დასველებული ტანსაცმელიც ამძიმებს ცხოვრებით დამძიმებულ ახალგაზრდას. მაგრამ ის არ ჩერდება წინ მიდის. ზოგჯერ მის სახეზე სევდანარევი ღიმილი გადაირბენს ხოლმე, და იცით ამ დროს რას შვრება? მარჯვენა ხელს მაღლა სწევს უყურებს, შემდეგ მეორე ხელით ბეჭედს ეხება ატრიალებს და ისევ გზას აგრძელებს. ჩამობნელდა. ღრუბელი, ახლა ღრუბელი უბნელებს გზას მარტოსულს. ბიჭი ჩერდება. როგორც ჩანს უკვე ახლოსაა, რადგან რამდენიმე ქვას ხედავს, არა ჩვეულებრივ უფორმო ქვას არამედ ფორმიანსა და დანიშნულების მქონე ქვას. წინ მიიწევს ახლა ასეთს უფრო მეტს ხედავს. ერთთან იჩოქებს. წარწერებს აკვირდება, ხელს ნაზად უსვამს და მტვერს აშორებს. ქვაზე ამოკაწრულ წინადადებას თითებით მიჰყვება. ''დაბადების წელი 1995'' მისი მხედველობა სუსტდება რადგან გუგები მარილიანი წყლით ეფარება. მხედველობას მტვრიანი ხელის თვალებზე მოსმით იბრუნებს და კითხვას აგრძელებს. ''გარდაცვალების წელი 2018''

-მაპატიე რომ ეს დღეები ვერ გნახე! ჩემი ძმა ავარიაში მოყვა და ვერ ვტოვებდი.

ეღიმება. თვალები უწყლიანდება. ცივ, მარტოსულ ქვას თითებს უსვამს, არცერთ სანტიმეტრს არ ტოვებს შეუხებელს.

-ჰობი ჰიონგმა თეჰიონგს ბეჭედი აჩუქა, იმის ნიშნად რომ სულ ერთად იქნებიან.

მის სახეს ისევ ღიმილი ფარავს.

-იცი რა ბედნიერები არიან ერთად?

თვალები უწყლიანდება, არ ჩქარობს მისგან განთავისუფლებას.

-მაგრამ, მაინც. ყველა მოწყენილია.
წუთიერი დუმილის შემდეგ გუკი ხმამაღლა ყვირის.

dark side of the moon (დასრულებული)Where stories live. Discover now