ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელ ქარბორბალასავით შემოიჭერი და ჩემი გულის იმ ნაწილში შეიტანე შუქი, რომელიც მანამდე უმწეო, „ნაიარევი" და ბნელი იყო..! შენმა გამოჩენამ ბრძოლის უნარიანობა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა, გამაბედნიერა და მომცა მიზეზი ღიმილისა.! „საუკუნის წინ" ნაჭრილობევი იარა შემიხორცე და უფრთო ანგელოზად მაქციე. გათენება მიხაროდა, რადგან მინდოდა დილა შენით დაწყებულიყო და ფიქრში იმდენად მეტი იყავი, რომ ვერ ვიძინებდი. - გესმის, შენზე ფიქრით არ ვიძინებდი, რათა შენით დაწყებული დილა არ დამთავრებულიყო.! განთიადს შენზე ფიქრებით ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი მზის სხივი როდის შემოიჭრებოდა შენს ოთახში, როდის გაგაღვიძებდა, რომ შუა ღამით მოწერილ შეტყობინებაზე პასუხი მიმეღო და სულის შიგნით მოლოდინის ნაპერწკალი იმედიანი პასუხით ჩამექრო - თბილისიდან მომავალი, შენზე ფიქრებში წუთებს ვითვლიდი, როდის გნახავდი,მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, შენი ცქერით, როდის დავტკბებოდი, ვვოცნებობდი.... ჩემი ფიქრებიი უმწეოდ ქრებოდა ყოველ ნაბიჯზე, ისინი წვიმის წვეთებივით ეხეთქებოდა ძირს და ქრებოდა ..! ჩამოვედიით, ..გვერდით მყავდი თავიი დაგადე და ყველაფერიი გადამავიიწყდა..... მსოფლიოში დაუვიიწყარიი დღე იყო .. ვერ ვღწერ სიტყვებით რადგან არ მინდა ის გრძნობები, ის ყველაფერიი უბრალოდ ადამიანურიი აღწერით შევლახო..მხოლოდ შენზე ფიქრით გავახილე მეორე დღეს თვალი შენს გვერდით, ბედნიერების წამებს ვითვლიდი, წარმოდგენაში მხოლოდ ერთი მომენტი ირეკლებოდა, შენს ერთად ყოფნა ..! დაუვიწყერი და ემოციური წამების მოლოდინში გავატერე მთელი დღე. მაშინ მივხდიი ვინ იყავი ჩემთვის.. - ჩემი გული კი შენზე ბევრს ფიქრობდა..... თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ფიქრები საფეხურებივით იცვლებოდა და ნერვიულობა მძაფრდებოდა.. ყოველთვის მეშინოდა უშენობის.. უკან შიშის ნაბიჯებიი მაბრუნებდა, იმ შიშისა, რომელიც გულის ტკენისგან მიცავდა.! ვერ ვბრუნდებოდი უკან, რადგან მებრძოლი და შემტევი გამხადა შენზე ოცნებამ. ჩემი სამყარო გახდი და შენით ვცოცხლობდი. შენით ვსუნთქავდი „დაბზარული" გულით.! ყოველი შემოხედვისას , მიხშირდებოდა -ჩემი ისედაც გახშირებული გულისცემა. ვცდილობდი კონცენტრაცია მომეხდინა, ვფიქრობ მანამდე გამომივიდა სანამ ჩემს გვერდით არ მოხვედი და გულში ჩამიკარი.. ეს ქცევა საწყისი იმედი იყო ჩემი გულისა. ბედნიერებისგან მეგონა, რომ სამყარო გაჩერდა. თავი სიზმარში მეგონა. სიჩუმისგან მისმა ხავერდოვანმა ხმამ გამომარკვია.. – ფეთქვას უხშირებდა გული, რომელიც დაუძლურებული მაინც იმდენად ბედნიერი იყო მისით, რომ, რაც არ შეეძლო იმას აკეთებდა.. მისი თვალები საუცხოო და უძირო იყო, მაბნევდა მისი თითოეული მზერა, თითოეული ამოსუნთქვა და თითოეული შეხება.. მისი თბილად მოქცევა ჩემს გონებას კონცენტრაციის უფლებას არ აძლევდა.!! ბედნიერება სუფევდა ირგვლივ.. ვხდებოდი, რომ დამოკიდებული ვიყავი უკვე მასზე და.. მის გარეშე წამიც კი საუკუნოდ მეჩვენებოდა..! უძირო ფიქრები კი მხოლოდ მას მოიცავდნენ.. მხოლოდ მის შეტყობინებას ელოდებოდა გული და არაფერზე ფიქრობდა.. თვალსაწიერში მხოლოდ მისი სახე, მისი მზერა და დაუსრულებელი თბილი სიტყვები მესმოდა...