შენ მე მიყვარხარ

40 1 0
                                    


  ისე მჭირდები...არ გნანობ. ერთი წამითაც კი, ახლა გნატრობ, თუმცა რა აზრი აქვს? როგორც არ უნდა იყოს, შენ არ დაბრუნდები.. ვერაფერი შეგცვლის, ჩემში შეუცვლელი ხარ. იმდენად მენატრები, ისე მჭირდები, ისე.. ნეტავ ჩემი გესმოდეს, ნეტავ ჩემამდე მოხვიდე, სად ხარ ? უჩემოდ აგრძელებ იმას, რაც ერთად უნდა გადაგვეტანა. მაინც ჩემი ხარ და მაინც ჩემი იქნები. შენ ჩემთან იქნები, იმიტომ რომ ისე მჭირდები, ისე.. თუ ოდნავ მაინც შეგრჩა, იმ თბილი დღეების შეგრძნების სურვილი დაბრუნდი. დაუბრუნდი შენს თბილ მოგონებებს. ვიცი, რომ სადღაც აქ ხარ, რომ შენთან ვარ, შენში ვარ.. ყოველთვის იქ ვიყავი და მინდა რომ სამუდამოდ იქ დავრჩე. მინდა შენთან ვიყო, ნუთუ ამდენად ბევრს ვითხოვ, ისეთი დიდი ოცნებაა რომ ახდენა არ უწერია? მე ხომ ისე მჭიედები, ისე.. როგორ მინდა შენს ხელებს ვგრძნობდე გარშემო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე ყელზე, კანს რომ მიწვავს. ვგრძნობდე, როგორ მიყურებ როცა დიდი ხნით განშორებულებს ისევ გვეღირსა ერთმანეთის ხილვა. შენი სურნელი სულ თან დამყვებოდეს, ყველგან შენ მელანდებოდე, მე ხომ ისე მჭირდები, ისე.. მე ხომ ასე ვარ შებყრობილი შენით, ისე მხიბლავს ყველაფერი რაც შენ გეხება. მინდა რომ ბედნიერი იყო, თუმცა საკმაოდ ეგოისტი ვარ და მინდა რომ ბედნიერი მხოლოდ ჩემთან იყო, ჩემით იყო. მე ხომ ისე მჭირდები, ისე .. მე ხომ ისე მიყვარხარ, მთლიანად, უზომოდ, უაზროდ, მე ხომ უბრალოდ მიყვარხარ.. შენი ხმა მომენატრა, შენი თვალები, შენ, პირველ რიგში შენ. ისე მენატრება ყველაფერი შენზე, ღმერთო, უზომოდ მენატრები. მკლავს ასე ახლოს , თან ასე შორს რომ ხარ .. ვერც კი გიყურებ ისე მტკივა, უშენობა მტკივა.. ასე ვინმეს უყვარხარ? ჯანდაბა, ნუთუ ასე ვინმეს უყვარხარ? ჩემი სუნთქვა ხარ, ჩემი ოცნება ხარ, ჩემი ხარ! გაცვეთილი ფურცლების სუნი ასდის შენს მონატრებას. აუხდენელი ოცნებებივით ხარ, ვიცი რომ არ ასრულდები, მაგრამ მე ხომ ისე მჭირდები, ისე.. სიგიჟის კვალი ატყვია ჩემს გრძნობებს შენდამი. ყოველთვის ისეთი აღტაცებით გელოდები, ისეთი სიძლიერით, ისეთი სურვილით. ჩემი დაუწერელი კანონი ხარ, ჩემი დანაშაული ხარ, როგორიც არ უნდა იყო მაინც ჩემი ხარ, შენც ხომ იცი რომ ჩემი ხარ.. იმიტომ, რომ ისე მჭირდები, ისე.. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა და მე რატომღაც მგონია რომ ისევ მოხვალ და გელოდები.. სუნთქვა მიჭირს უკვე ის მენატრები.. ისევ მაკლიხარ, მენატრები.. ისე როგორც მაშინ, როცა შენი სუნთქვა შემატოვე ყელთან. როცა თვალებში გიყურებდი ვიცოდი რომ ვერასოდეს შევძლებდი ასე შემეხედა სხვისთვის. მე ხომ ისე მჭირდები.. ისე.. თუ ვინმე ამიხსნის როგორ დავივიწყო ის წუთები, ის სითბო რომელსაც მჩუქნიდი, იმ სიმღერას რა დამავიწყებს იმ თვალებს, იმ ხმას, იმ სიყვარულს რომელსაც მჩუქნიდი, თუ ვინმე ამიხსნის მე შენ დაგივიწყებ გპირდები.. შენს ღიმილზე ყოველთვის რაღაც საოცრება მჭირს.. იმ ღიმილზეც კი, რომელიც მე არ მეკუთვნის, თითოეულ გამოხედვაზე, შემთხვევითზეც კი, რაღაც ამოუცნობი მემართება. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა რომ მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი დამრჩეს ჰოდა მეც გეუბნები - მიყვარხარ, კიდევ რა უნდა გითხრა? ისედაც იცი შენზე დღესასწაული რომ მემართება.. შენ ეს იცი.. მთელი დედამიწა რომ მებრძოდეს მე მაინც შენ მინდიხარ და არ დაგთმობ, ჩვენს სიყვარულს დავიცავ თორემ მერე ვინანებ ვიცი, რომ ვინანებ.. არ არის გვიან, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა მე კი შენს საბოლოოდ დაკარგვას არ ვაპირებ.. მე ხომ ისე მჭირდები, ისე.. წვიმს. ცუდად ვხდები როდესაც წვიმს. გახსოვს მაშინაც ხომ წვიმდა. რომ გიყვარდი, რომ გახსოვდე, რომ გინდოდე, მინდა.. ჩემით რომ სუნთქავდე მინდა, უზომოდ რომ გიყვარდე, ჩემით რომ ცხოვრობდე მინდა, შენთან მინდა.. ჩემი ჰობი ხარ, სისხლი ხარ ჩემი, სურვილი, ჩემი მთელი გრძნობა.. ამოუცნობი პლანეტა ხარ ჩემში, ემოციების მომტანი, ამფორიაქებელი, ამრევი, დამრბევი.. ჩემში გადატრიალებას ამბოხს აწყობ.. ყოველ წამს როცა მიყურებ როცა ჯერ კიდევ ისე მიყურებ როგორც მაშინ იმ დროს მე რომ მიყვარდა , იმ დროს სამუდამოდ იქ რომ ვიცხოვრებდი.. მე ხომ ისე მჭირდები ისე.. აცრემლებულ შემოდგომას დაჭირდი მუზად, უშენობა ვეღარ აიტანა და სევდაშეშლილ ფოთლებად დაეფინა მიწას.. ერთმანეთს არასოდეს დავივიწყებთ მაგრამ არც არასოდეს დავუბრუნდებით არა? და ამ ყველფრის აზრი? რა მნიშვნელობა აქვს ერთმენთის მონატრებას როდესაც გვერდით სუსტი გრძნობებით შებყრობილები გვყავს ერთმანეთის ნაცვლად.. რა აზრი აქვს შენი თვალების მონატრებას როცა მათ ნაცვლად სხვა თვალებს ვხედავ, უაზრო დაბნეულ თვალებს.. ვერცერთში ვერ ამოგიცანი, ვერავისში გიპოვე.. ზამთრის ამინდივით ხარ, ერთიანად რომ მიბყრობ და მყინავ.. ჩემი ოცნების ეპიცენტრი ხარ, ჩემი ისტერიკის ავტორი ხარ, ჩემი გრძნობის მწერალი, ჩემი კივილის დირიჟორი, ჩემი ხარ.. ჩემით, ჩემად, ჩემო! იმიტომ რომ ისე მჭირდები ისე.. ჯანდაბა, ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე მჭირდები, მინდა ვიცოდე რომ წამით მაინც ხარ ჩემი, წუთით მეკუთვნოდე, შენი კანის სითბო ვიგრძნო, შენი გაშიშვლებული გრძნობებით ამაყობდე და ძილის წინ მიყვებოდე შენს მკლავზე მოკალათებულს. ჩემი გზა ხარ, მე კიდევ შენი გზა.. რა სამწუხაროა რომ ასე ცოტა ხნით ვიპოვეთ ერთმანეთი ახლა კი ისევ აგვერია გზები. თუმცა მჯერა, ჯანდაბა სიგიჟემდე მჯერა რომ ეს გზები ისევ შეერთდება და ჩემს შესრულებულ სურვილად იქცევი.. რა დამავიწყებს იმ გრძელ თითებს და აი, იმ ღიმილს მე რომ მიყვარს. იმ თვალებს ნამცეცა ვარსკვლავებივით რომ ბრწყინავენ როცა მიყურებ როგორ ვიცინი.. შენს თვლაბში მთელ სამყაროს ვხედავდი.. იცი ყველაზე საშინელი რა არის ხარ ჩემს გვერდით და ვაცნობიერებ რომ არასოდეს იქნები ჩემი...  

Where The Lonely Ones RoamWhere stories live. Discover now