Chapter 7

1.1K 83 54
                                    

თავი 7

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

თავი 7

| The Kiss |

***

მძიმე კვირის შემდეგ, ორმაგად მძიმე უქმეები გამოვიდა თუმცა ამას სასწავლი დღეებზე სულაც არ უმოქმედია. მთელი 4 დღე მშვიდად ვგრძნობდი თავს.
ლიამი აცდენდა, თუმცა ეს სულ არ გამხდარა ჩემი ინტერესის თემა. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მისით აღარ დავინტერესდები.
ის უცხოა, ძალიან უცხო.

საშინელება დამართეს ერთმანეთს ლიამმა და ნაილმა, ამდენი ხალხის წინ იჩხუბეს, თანაც ორივე სისხლიანი იყო.
მეგონა რომ მათ შორის ძველად დაძაბულობა უნდა ყოფილიყო მაგრამ ესეც მეეჭვებოდა.

ნაილი ორშაბათიდან თავს მარიდებს და ეს საკმაოდ საწყენია.
მეგონა რომ ის ჩემთან საბოლოოდ გაიხსნა და ხელახლა ცდილობდა დაახლოებას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა საშინლად შევცდი და გულიც მეტკინა.

როცა აცნობიერებ რომ შენი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი იმედს გიცრუებს გული გტკივდევა და გინდება რომ იმ ადამიანს საერთოდ არ მიეკარო. ნაწყენი არ ვარ, იმედგაცრუებული ვარ.
მგონია რომ უკვე ნაილთან ჩვეულებრივ საუბარს ვეღარ შევძლებ.

ოჰ ღმერთო, რამხელა ამბავს ვტეხავ.

იმ საღამოს ვხატავდი, შუა ღამემდე შევყევი, პარალელურად კი მუსიკას ვუსმენდი, გარეთ წვიმაც იყო, რაც უფრო მიღვიძებდა შემოქმედებითი საღამოს გაგრძელების სურვილს.

ფერწერის კონკრეტული ჟანრი არასდროს მქონია. ყოველთვის იმას ვხატავდი რაც მომესურვებოდა, ხელოვნების ლექციაც ზოგადი ფერწერა ავირჩიე. მსურს ვერკვეოდე ხელოვნებაში და ამისთვის თავს არ ვზოგავ. მიყვარს ხატვა და მინდა რომ ჩემი მეორე პროფესია იყოს.

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now