პირველი

1.7K 114 37
                                    

შავგრემანი ბიჭი თავის სამუშაო ოთახს ალაგებს და თან მშვიდ სიმღერას ღიღინებს. ხელს შუბლზე იდებს და ღრმად სუნთქავს. დაღლილი,დივანზე ეცემა და ცოტა ხნით სოციალურ ქსელს ავლებს თვალს.

-საინტერესო არაფერი. - ღრმად სუნთქავს და ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს. უკვე საკმაოდ გვიანია,ამიტომ კლიენტებს აღარ ელოდება,თუმცა ძალიან მალე კარი იღება და შენობაში ძალიან,ძალიან ლამაზი,ქერა ბიჭი შედის. დივანზე მჯდარ ბიჭს ვერ ხედავს და გაკვირვებით,თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.

-ეძებ ვინმეს? - იკითხა შავგრემანმა და წამოდგა. ქერა მოულოდნელობისგან შეხტა და შავგრემანს შეხედა.

-ა-აჰ,დიახ. ჯონ ჯონგუკს ვეძებ... - უხერხულად ჩაილაპარაკა ქერამ.

-მე ვარ ჯონგუკი - თავაზიანად თქვა ჯონგუკმა და ქერას ხელი გაუწოდა. -თქვენი სახელი?

-კ-კიმ თეჰიონი... - აწითლდა თეჰიონი.

-კარგი,თეჰიონ. რატომ მეძებდი?

-ტატუს დახატვა მინდა. - მორცხვად ჩაილაპარაკა თეჰიონმა.

ჯონგუკმა გაიღიმა და ბიჭს სკამისკენ ანიშნა 'დაჯექიო'. თეჰიონი ნელა მიუახლოვდა სკამს და ჩამოჯდა.

-აბა თეჰიონ,ჟურნალს მოგცემ და ამოირჩიე რისი დახატვა გინდა,კარგი? - თბილად გაუღიმა ჯონგუკმა.

-კარგი - თეჰიონმა ჟურნალი გამოართვა და ინტერესით მოავლი თვალი.

-აი,ეს მინდა! - პატარა ბავშვივით წამოიყვირა,რასაც გუკის ჩაცინება მოყვა.

-აბა მაჩვენე. - გუკი თეჰიონთან ძალიან ახლოს მივიდა. თეჰიონი გუკის ცხელ სუნთქვას კანზე გრძნობდა. გააჟრჟოლა. - ბაჭია? როგორი საყვარელი ხარ. - გაეცინა ჯონგუკს.

-საყვარელი კი არა,კაცური კაცი ვარ! - თავი ამაყად ასწია თეჰიონმა.

-კარგი,ნუ მაცინებ. - თეჰიონმა ქვედა ტუჩი გამოაგდო და ხელები გადააჯვარედინა.

-გაბრაზდი,პატარავ? - ცალყბად გაიღიმა ჯონგუკმა.

-ნ-ნუ მეძახით პატარას!

-კარგი,ვხუმრობ. აბა მითხარი სად გაგიკეთო ტატუ.

-აი აქ! - მაჯაზე მიუთითა.

ჯონგუკმა საჭირო ნივთები მოამზადა და საქმეს შეუდგა.

თეჰიონი აკვირდებოდა ჯონგუკს და ფიქრობდა,რომ შავგრემანი ძალიან სიმპატიური იყო. შავი თმა სრულყოფილად რომ ჩამოყროდა შუბლზე. მისი პატარა და კოხტა ცხვირი. მისი თვალები. თეჰიონი გრძნობდა,თუ როგორ წამოუწითლდა ლოყები და თავი დახარა. ისე მოხიბლა ჯონგუკის სილამაზემ,რომ ტკივილსაც კი ვერ გრძნობდა.

-მოვრჩი! - ტაში დაუკრა აღტაცებულმა ჯონგუკმა.

-რა საყვარელია! - თვალები გაუფართოვდა თეჰიონს. - უღრმესი მადლობა,ჯონგუკ. -თეჰიონის მაჯაზე კოხტად დასკუპებულიყო პატარა,ლამაზი ბაჭია,რომელიც ქერას, ჯონგუკს მოაგონებდა. - იცით,ბაჭიას ძალიან გავხართ. - ლოყები კიდევ ერთხელ გაუწითლდა ქერას.

-აჰჰ,ძალიან ბევრი მეუბნება მაგას. - გაიცინა ჯონგუკმა.

-როცა იცინით,ნამდვილ ბაჭიას გავხართ. - თვალებგაფართოვებული თეჰიონი ვერ იაზრებდა რას ამბობდა. ჯონგუკი კი ლოყებაწითლებული უსმენდა თეჰიონს. - უმმ,ჩ-ჩემი წასვლის დროა,ნახვამდის! - უცებ წამოვარდა თეჰიონი,ფული გადაიხადა და გასასვლელისკენ გაიქცა.

-ისევ მეწვიე,თეჰიონ.

-ა-აუცილებლად. - მორცვად გაიღიმა თეჰიონმა და შენობიდან გავიდა.

ჯონგუკი კი,უბრალოდ იდგა და სულელივით იღიმოდა...

____________________

ძააააალიან დიდი ხანია ფიკი არ დამიწერია და ვიცი,რომ ძალიან ცუდია

Babe (completed)Where stories live. Discover now