//ავტორი\\

528 27 0
                                    

-დაა ხალხის გადაწყვეტილებით 2019 წლის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, 3 500 458 ხმით სეულის მაშტაბით გახდა... კიმ თეჰიონი!!!

ირგვლივ ყველა ფეხზე დგას, ყვირის, ტაშს უკრავს, იცინის.. უხარიათ ამ ახალგაზრდა ბიჭის წარმატება. თეჰიონი სცენაზე მუხლებზე დაჩოქილი ტირის და მადლობას უხდის მაყურებელს. მონაწილეები მის გარშემო იკრიბებიან, ყველა მას ეხუტება და ულოცავს. თეჰიონმა შეუძლებელი შეძლო!

და აი ამ დროს დარბაზში სინათლე ქრება. ირგვლივ ყველაფერი სიშავემ მოიცვა. ხალხი, წამყვანები, მონაწილეები ყველა პანიკაში ჩავარდა. 2 წუთის შემდეგ კი სიტუაცია დალაგდა. ყველა ადგილზეა გარდა ერთი ადამიანისა. თეჰიონი იქ აღარ არის. მის ადგილას მხოლოდ თავისი პრიზი და ტელეფონი დარჩა.

3 კვირის წინ

-თეჰი მალე ავტობუსზე არ დაგაგვიანდეს!
-არა დედა უკვე გავდივარ!
-მოდი ერთი შემოგხედო. ჩემი პატარა ბიჭი როგორ გაიზარდა! უკვე 24 წლის ხარ. დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებ და ქალაქში მიდიხარ. იცოდე კარგად ისწავლე! შენ ხარ ჩემი მომავალი!
-აუცილებლად დედა! მიყვარხარ

თეჰიონი დედას ეხვევა და სწრაფად გამორბის სახლიდან. ის პატარა სოფელში ცხოვრობს დედასთან ერთად და უნდა თავისი ბედი გამოსცადოს დიდ ქალაქში. მან სკოლა წარმატებით დაამთავრა და უნდა უფრო მეტს მიაღწიოს, დედას გამოადგეს და კარგად იცხოვროს. ავტობუსში ადის და სეულისკენ მიემგზავრება.

როდესაც სეულში ჩადის მალევე პოულობს თავის ბინას, რომელიც ბიძამისისაა, თუმცა ახლა თავისი ოჯახით საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩემოდნებს სახლში აწყობს და ქუჩაში გამოდის. სეულის ქუჩები ძალიან ლამაზია. ირგვლივ ხალხი მიმოიფანტება. ყველა თავის საქმეზე მიიჩქარის.

თეჰიონი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოდის და ხედავს დიდ რეკლამას "2019 წლის ყველაზე სიმპათიური სახე-კონკურსი." ამან ბიჭის ყურადღება მიიქცია და გადაწყვიტა ბედის ცდა სწორედ ამ კონკურსით დაეწყო.

//ისევ რეალობა\\

თეჰიონი იღვიძებს სრულიად სხვა, უცნობ გარემოში. ის არც სცენაა, არც კულისები, არც გასახდელი. ეს არის მიტოვებული სარდაფისმაგვარი ოთახი, სადაც საწყლად, ოთახის შუაგულში ერთადერთი ნათურა კიდია, რომელიც მხოლოდ იმ ტერიტორიას ანათებს. ოთახი ცარიელია.. არავის ხმა არ ისმის. სიჩუმეს მხოლოდ წყლის წვეთის დაცემა არღვევს, რომელიც გაფუჭებული მილიდან გადმოდის და უსულოდ იატაკს ეხეთქება. თეჰიმ იგრძნო, რომ მას ხელები და ფეხები შეკრული და პირი ახვეული ჰქონდა, თვითონ კი... გაიტაცეს...!

And That's How It Started/TaekookWhere stories live. Discover now