გახსენება

324 21 3
                                    

თეჰიონი ერთ ადგილზე გაყინულიყო. ცდილობდა თავი გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. უფროსის ძლიერი, დაკუნთული ხელები არ აძლევდა გაქანების საშუალებას. ჯანქუქის რბილი ტუჩები სათუთად ეხებოდა მისას და ბიჭს ეიფორიაში აგდებდა. უმცროსი ვეღარ ეწინააღმდეგებოდა  და ბოლომდე მიჰყვა. ოთახში ვნების და ჰარმონიის გრძნობა ტრიალებდა, თითქოს ორმა დაკარგულმა შეყვარებულმა ერთმანეთი დიდი ხნის მერე იპოვა..
   რამდენიმე გასაოცარი წუთის მერე უკვე სუნთქვა აღარ ჰყოფნიდათ და ორივე ხარბად ყლაპავდა ჰაერს.. ერთმანეთს უღიმოდნენ და ცქერით ტკბებოდნენ.. რამდენასაც გასაკვირი უნდა იყოს თეჰიონს მოეწონა ეს კოცნა..მასში მოგონებებმა გაიღვიძა და უფროსს ჩაეხუტა..
    
FLASHBACK
10 წლის წინ..
- თეჰიკო დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს დაშორდნენ..
- ვიცი ქუქი... აუცილებელია რომ ქალაქში გადახვიდეთ?
- დედამ მითხრა, ასე უკეთესი იქნებაო..
- უნდა დამტოვო?
- მაპატიე პატარავ...
- მომენატრები ჰიონ...
- მეც ძალიან ჩემო პატარა
ჯანქუქმა მისი საყვარელი მეგობარი გულში ჩაიკრა თეჰიონმა კი მას ლოყაზე აკოცა. საიდან იცოდა პატარა თეჰიმ რომ ქუქს მასთან მეგობრობაზე მეტი სურდა... სულ მასზე ფიქრობდა, უნდოდა ჩახუტებოდა, გვერდში ჰყოლოდა, დაეცვა ეს უსუსური, პატარა სხეული.. მაგრამ ისე მოხდა, რომ მამა გაკოტრდა, დედამ კი სამუშაო დაკარგა.. ამის გამო დედა სეულში გადადის და ქუქიც თან უნდა წაიყვანოს.. ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს. მართალია, ქუქს საყვარელი ადამიანის დატოვება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ის დედას სჭირდება..
მეორე მხარეს კი გვყავს თეჰიონი.. პატარა ბავშვი, რომელიც დამოკიდებულია თავის ჰიონზე, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება , რომ ეს სიყვარული არარის როგორც ჰიონსა და უმცროსს შორის, არამედ უფრო მეტია.. პატარა თეჰი კი ამას ჯერ ვერ ხვდება.. არ იცის ბევრი ცხოვრების შესახებ და შესაბამისად სიყვარულისაც არაფერი გაეგება. ერთი კი ზუსტად იცის.. მას არუნდა ქუქის წასვლა..

End Of Flashback
თეჰიონს ტირილი აუტყდა და ძლიერად ეხუტებოდა უფროსს.
-ჯანქუქ ჰიონ...
თეჰიონი ტირილს უფრო უმატებდა და ცრემლებს ვერ აკავებდა. ჯანქუქი მას აწყნარებდა, თავზე ეფერებოდა და კოცნიდა
- მე აქ ვარ პატარავ.. ნუ ტირი აღარ დავიკარგები. შენთან ვიქნები და აღარ მოგიშორებ.
თეჰიონმა ქუქის სახე ხელებში მოიქცია. არ სჯეროდა რომ ადამიანი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ისევ მის გვერდზე იყო. ლოყები ასწიათლებოდა, თვალები ტირილისგან დასიებოდა და მხოლოდ ეს თქვა
- მიყვარხარ


იმედია მოგეწონებათ და არ გამლანძღავთ 😊 მადლობა რომ კითხულობთ 💛 დატოვეთ კომენტარები რა გსურთ შემდეგ თავში 💛

And That's How It Started/TaekookWhere stories live. Discover now