ჩვენი შეხვედრა ისეთი უჩვეულო და ამავდროულად გასაოცარი რამ იყო. მახსოვს როგორ მოხვედი და როგორ მთხოვე ნებართვა, რომ ჩემთან დამჯდარიყავი. შენი მზერა,ღიმილი და საუბრის მანერა ეს ყველაფერი მომაჯადოვებელი იყო. ღიმილი რომელიც ყველასგან გამორჩეული იყო. ის იყო თბილი და ამავდროულად მომაჯადოვებეღი შენი საუბრის მანერა რომელიც სხვებს არგავდა. ის იმდენად გამორჩეული,დახვეწილი და ხავერდოვანი იყო რომ შეუძლებელი იყო არმოხიბლულიყავი. მახსოვს ჩვენი პირველი გასეირნება და პირველი კოცნა რომელიც შეუძლებელია დაგავიწყდეს.
ჩვენი შეხვედრიდან რამდენი ხანი გავიდა? ერთი კვირა..ორი თვე თუ ერთი საუკუნე?არმახსოვს,მაგრამ დამეფიცება რომ შენსგარეშე დრო საშინლად ნელა გადის. ეს ყველაფერი წამებაა ჩემთვის და მეტი არაფერი.
ჩვენი ურთიერთობა არგავდა სხვისას.ის ჩვენი იყო..ჩემი და შენ. ჩვენი პატარა და თბილი ისტორია რომელიც სამწუხაროდ აღარ გაგრძელდება,მაგრამ ჩემს გონებაში სულ იარსებებს.