mirror,

181 40 1
                                    

Instagram

(itsbinbinnie) officialchoiyeonjun : გამარჯობა, სუბინ. ბოდიში გუშინ რომ დაგტოვე.


itsbinbinnie

არა, არა უშავს. ალბათ მნიშვნელოვანი საქმე იყო. როგორ ხარ?

officialchoiyeonjun

კარგად, რა ვიცი. შენ?

itsbinbinnie

მეც. მისმინე, შეიძლება შეგხვდე?

officialchoiyeonjun

ოიჰ...თუ შენ ასე გინდა. თუ გინდა, უნივერსიტეტის შემდეგ გამოგივლი. სად სწავლობ?

itsbinbinnie

Gimpo Jeil Technical High School-ში *სიცილი*

officialchoiyeonjun

კარგი, რომელ საათზე გიმთავრდება ლექციები?

itsbinbinnie

სამს რომ თხუთმეტი უკლია.

officialchoiyeonjun

კარგი.

seen

















უნივერსიტეტის მერე იონჯუნი ჩემ უნივერსიტეტთან შავი ჯიპით მოვიდა. მეგონა პირადი მძღოლი ეყოლებოდა, თუმცა არა - იონჯუნი თვითონ მართავდა მანქანას. თეჰიონმა პირი დააღო. იონჯუნმა გაგვიღიმა და მანქანიდან გადმოვიდა.

-გამარჯობა, სუბინ. ეეს...

-ეს თეჰიონია.

-ჰო, გამარჯობა თეჰიონ.

იონჯუნმა თეჰიონს ხელი გაუწოდა. ხელს რომ ართმევდნენ ერთმანეთს, თეჰიონმა კანკალი დაიწყო. იონჯუნს ვთხოვე ბომგიუსთვისაც გაევლო სკოლაში. მე წინ დავჯექი, მის გვერდით, თეჰიონი კი უკანა სავარძელში. ბომგიუს გავუარეთ. სახლში რომ მივედით, უკან შოკირებულები ეგდნენ.

-შეიძლება შემოვიდე?

ბომგიუმ იონჯუნს პასუხი ჩემ მაგივრად გასცა :

-კი, რათქმაუნდა.

იონჯუნს ისევ გაეცინა.

სახლში რომ შევედით, სამზარეულოში შევედი, რომ სადილი მომემზადებინა. ყველასთვის. იონჯუნი ჩემს ოთახში ასულა.

ხომ გახსოვთ ჩემი ვიდეო დღიურები? მოკლედ, ვიდეოებში ბევრად უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე აქ გიყვებით ხოლმე პატარა ამონარიდებს.

იონჯუნმა ჩემი ლეპტოპი აიღო და შემთხვევით ჩემი ვიდეო ჩაერთო, იმ ვიდეოში კი იონჯუნის სიმღერას პირველად ვუსმენ, ჩემი ყველა რეაქცია მასზე იმ ვიდეოში წერია.

-სუბინ..?



Sweet Dreams - Yeonbin x TaeGyuWhere stories live. Discover now