Chapter 9

1K 79 33
                                    

თავი 9

| I have to protect her. She's too good for future like  hell. |

***ლიამის გულის ცემა ისეთივე სწრაფი იყო როგორც ჩემი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

***
ლიამის გულის ცემა ისეთივე სწრაფი იყო როგორც ჩემი. საკუთარ თავს ვერ ვიმორჩილებდი.

იმ წამს როდესაც მისმა ტუჩებმა გზა ჩემამდე იპოვნეს გარშემო ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მას ვგრძნობდი და ვხედავდი. მხოლოდ მას ვეკუთვნოდი იმ წამს.
მსგავსი რამ თუ არსებობდა ვერასდროს ვიფიქრებდი. ეს არ ყოფილა მხოლოდ კოცნა, ეს იყო გრძნობების მთელი მორევი.

როგორი არ წარმომედგინა ჩემი პირველი კოცნა, მაგრამ ასეთი არა. ასეთი ამაღელვებელი და გრაციოზული არა.

ლიამმა კოცნის დროს ხელი ლოყაზე დამადო და მეორე ხელით მასთან უფრო ახლოს მიმწია, მეც ხელები კისერზე შემოვხვიე და კოცნისგან მეტი სიამოვნების მიღება გადავწყვიტე.

რამდნიმე წამში მომშორდა.
ერთმანეთს თვალს არ ვაცილებდით და ღრმად ვსუნთქავდით. მას მკერდი მძიმედ აუდ ჩაუდიოდა და ოდნავ შესიებული ჯერ კიდევ სველი ტუჩები შეხსნილი ჰქონდა.

მოულოდნელად ხელი დამავლო და ჩამიხუტა. ჩემმა გულმა კი რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.

მისმა ჩახუტებამ თითქოს ორივეს უშველაო. აღარ ვიყავი წეღანდელის მსგავსად აფორიაქებული. მასაც სუნთქვა დამშვიდებოდა ისევე როგორც მე.
მალევე მომცილდა, არადა როგორ მსურდა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო.

-ეს... ეს იყო... - სიტყვებს ერთმანეთზე ვერ აბავდა მაგრამ ჩემს ცქერას მაინც არ წყვეტდა.

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now