ნაწილი 1

753 77 6
                                    

ჰოსოკი

როდის შეიცვალა ყველაფერი? როდიდან მეშინია მასთან საურბის? მისთვის თვალებში ჩახედვის.... შეხების... 

– ჰოსოკ? –  ვერ გავიგე შუგა ოთახში როგორ შემოვიდა, დღეს უცნაური სურნელი ასდიოდა, აქამდე ამას არასდროს დავკვირვებივარ მაგრამ ბიჭისთვის უჩვეულო ნაზი სუნელი სდიოდა, ტკბილი და ისეთი სასიამოვნო...

– ჰოსოკ?! – გამიმეორა მან და ისე რომ მისთვის თვალებში არ შემიხედავს ზანტად წამოვდექი.

– ხომ კარგად ხარ? – მკითხა შეწუხებული სახით. – ბოლო დღეებია უცნაურად იქცევი. 

– არაფერია,– გავუღე,– ბოლო დროს თავი ხშირად მტკივდება ხოლმე. 

– გინდა ექიმთან წამოგყვე? – ყოველთვის ასე ზრუნავდა ჩემზე? ნელ ნელა მასში განსხვავებული თვისებების დანახვას ვიწყებ, ეს დამაბნეველია. 

– არა, მადლობა. წავალ ჩავიცმევ. 

აღელვებული შუგა უკან მოვიტოვე,თუმცა მე საშინლად აღლვებული ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხეულზე უზარმაზარი ლოდი მაწვება.

მას იმ ასაკიდან ვიცნობ როდესაც ჯერ კიდევ წესიერი საუბარი არ ვიცოდი, ბაღში ყოველთვის მარტო იყო, თითქოს საკუთარი სამყარო ქონდა და მასში არავის უშვებდა, მე კი ამ სამყაროს კარები ძალით გავაღე, ისეთი სევდიანი მეჩვენებოდა მინდოდა შემეცვალა. ასეც მოხდა, უფრო გაიხსნა,მაგრამ საკმარისად არა. 

– ჰოსოკ,ცოტა სწრაფად გვაგვიანდება.  –  ოთახიდან გამოვარდი და ჩემს დანახვაზე გაეღიმა, შემდეგ ახლოს მოვიდა და საყელოს შესწორება დაიწყო.  მე სახე გამიხურდა, ხელები გამიოფლიანდა და  გულმა ისე სწრაფად დმაიწყო ძგერა ლამის ამომივარდა. 

–  რა.. რას აკეთებ?! – უკან გავიწიე.

– საყელოს გისწორებ.

–რ..რატომ? – შუგას გაუკვირდა.

– საყელოს ხშირად გისწორებ ხოლმე, ასე უცნაურად რატომ იქცევი? სიცხე ხომარ გაქ? – ახლა ხელი ჩემსკენ წამოიღო და გული წამით ისე ძლიელ შეკუმშა მეგონა სამუდამოდ გამიჩერდა. 

Soulmate/Sope  (დასრულებული)Where stories live. Discover now