ნაწილი 2

458 63 2
                                    

ჰოსოკი: 

იმ დღეს, დილით სიგარეტი საშინლად მომინდა, წინა საღამოს ყიდვა დამავიწყდა და უკვე გამოლეული მქონდა, ამიტომ შუგასთან გადავედი, ის ჩემი ბინის გვერდით ცხოვრობს და იგივე ბრენდს ეწეოდა რომელსაც მე, დიდი დრო არ დამჭირვებია, აივნიდან გადავძვერი მის აივანზე, შუშის შესასვლელი კარები ქონდა და ფარდა გადაწეული, ამიტომ დაკაკუნება გადავწყვიტე, ხელები ჰაერში გამიშეშდა, როდესაც კვნესის ხმა შემომესმა, ვიფიქრე პორნოს უყურებდა და მისი რეაქცია მაინტერესებდა როდესაც დამინახავდა. ეშკმაკურად ჩამეცინა თუმცა მალევე გავშეშდი როდესაც კუთხიდან,იმ ადგილიდან სადაც ფარდა ოდნავ გადაწეული იყო შუგას სახე დავინახე. 

თეთრი,თივლივით კანი ასწითლებოდა და ლოყები სისხლივით წითელი ჰქონდა, ხმა ჩვეულებრივზე ნაზი და როდესაც კვნესას მოუმატა უხერხულად შევიშმუშნე, არ დავაკაკუნე, თავადაც არ ვიცი რატომ მაგრამ მომინდა მისთვის მემზირა, ნაზად მოძრაობდა და გავიგონე როგორ დაცდა მის ტუჩებს ჩემი სახელი. 

"ააჰ..ჰოსოკ" 

ადგილზე გავქვავდი, უკან ბარბაცით დავიხიე და ლამის აივნიდან გადავვარდი, პირზე ხელი ავიფარე,თითქოს საკუთარ ტავს ვეწინააღმდეგებოდი, მეშინოდა რამე არ დამცდენოდა და მას ჩემი აქ ყოფნა არ ეგრძნო.

შემდეგ უჩუმრად დავბრუნდი სახლში, მას შემდეგ მისი თვალები შეიცვალა, მისი მზერა ახლა სულ სხვანაირი გახდა, ისეთ თვისებებს ვამჩნევ მასში რომლის არსებობის შესახებაც არასდროს არაფერი ვიცოდი. 

– ჰოსოკ ! – შუგა ჩემს წინ გაბრაზებული იდგა. – ისევ გაფანტლი ხარ. 

– მაპატიე..

– წავედი, ჩემი ლექცია უკვე დაწყებულია, კაფეტერიაში გნახავ. 

ჰოსოკი არ დამშვიდობებია ბიჭს, უბრალოდ უცქერდა როგორ მიაბიჯებდა დერეფანში და ღრმად ამოისუნთქა როცა შუგა თვალს მოეფარა. 

Soulmate/Sope  (დასრულებული)Where stories live. Discover now