Chapter 5

33 5 1
                                    

,,მეგობრობა რომ არ არსებობდეს ადამიანები მარტოსულები და ჩვენს თავებში ჩაკეტილები ვიქნებოდით.ერთი შეხედვით ამ ხანმოკლე ზარმა ისე გამახარა, ცოტახნით დამავიწყა კიდევ რამდენი ქასთინგი მელოდა წინ...გამიხარდა მაგრამ ეს მოულოდნელი არიყო, ჯენის კარგად ვიცნობ და სწორედ ამიტომ არის ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი... ზუსტად ვიცი რომ ეს მისი ინიციატივა იქნებოდა. ამას თან ერთად კიდევ ის მიხარია რომ სემსა და ჯენს საოცარი ურთიერთობა აქვთ!"

კარი გამოვაღე და ზღურბლზე ის არ დამხვდა ვისაც ველოდი, უფროსწორედ ისინი არ დამხვდნენ.
-გამარჯობა მის ჩარლზ!
-გამარჯობა ანდრე!ამოვიხვნეშე
და აი ამ წუთას გამახსენდა დედას ნათქვამი, გამაფრთხილა რომ დილას ანდრე დამწყებ დიზაინერს მოიყვანდა ტანსაცმლის მოსაზომად.
ანდრე მიხვდა , რომ მას აშკარად არ ველოდებოდი...იმედგაცრუებული ჩამოვჯექი, დიზაინერმა ტანსაცმლი ამოალაგა და მოზომვა დამიწყო. 1საათში ნომერი ისევ დაცარიელდა. მე კი ისევ მარტოსულად ვგრძნობდი თავს!

კვირა 10 სექტემბერი. 18:00
მთელი დღე სახლში გავატარე და მივხვდი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა გარეთ გასვლა, ავდექი და დანიშნულების ადგილის გარეშე ქუჩაში გავედი.... ყურში ისევ ჩამესმოდა მილანური სურნელი.
1თვე ასე გრძელდებოდა... მუდამ ფეშენ მოდური შეხვედრები, After-party-ები, პოდიუმები, გადაღებები, პაპარაცები... ჩემთვის ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი იყო, დედიჩემისთვის არა.. საშინლად მენატრებოდა ჯენი და სემი. მენატრებოდა სემის ხმა, მზერა, თვალები, სურნელი,მისი თბილი გლუვი ყუჩები... იმისდამიუხედავად რომ ყოველთვის ვკამათობთ და ჩვენი შეხვედრები შეყვარებული წყვილის შეხვედრებს აღარ გავს (და მგონი არც არასდროს გავდა). მე თუ ადამიანი შემიყვარდა,ვფიქრობ იმაზე ,რომ მას თან თუ სამუდამოდ არა წლობით მაინც დავრჩები. ვფიქრობ და გეგმებს ვალაგებ როგორი იქნება მას თან ერთად ჩემი ცხოვრება... მე ვიცი რა მინდა და ჩემსა და მისს სურვილებს ერთმანეთში ვათანხმებ და მომავალს ვალაგებ... მაგრამ ის ამაზე არ ფიქრობს, ამისმიუხედავად კი ჩვენს ურთიერთობას სერიოზულად აღიქვამს! როგორ შეიძლება სერიოზული ურთიერთობა გქონდეს ვინმესთან და არ იფიქრო რა იქნება მომავალში, მას ხომ ჩვენ ვქმნით?!
მენატრება.....
12 ოქტომბერი
აეროპორტიდან გამოვედი და ჩემი ქალაქის სურნელი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში! გავუხედ-გამოვიხედე და გარეთ არავინ დამხვედრია, მამა ალბათ ისევ არაა ქალაქში! დედამ ტაქსი გააჩერა ლუი-ვიტონის 10 ჩემოდანი შიგნით ძლივს ჩატენა ტაქსისტმა. და მანქანაში ჩავჯექით. ყოველი მოდის კვირეულიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი ქალაქი მეუცხოვება... ეხლაც ფანჯრიდან ვიყურები და მგონია აქ დროებით ვარ და ისევ მილანში უნდა დავბრუნდე!
გამიკვირდა რომ სემი და ჯენი არ ჩანან!

ტაქსი სახლთან გაჩერდა, გადმოვედით და ბარგი კარამდე მივახოხეთ, დაღლილები ფეხზე ვეღარ ვიდექით, გასაღები ამოვიღე მაგრამ კარი ღია ყოფილა... შევაღე! და თქვენც იცით ვინ ,რა და რატო დამხვდა!

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 02, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Misunderstanding/გაუგებრობაWhere stories live. Discover now