თავი 19
| We all need help from friend |
***
ორი კვირა.
ორი კვირაა დარჩენილი სანამ საშობაო არდადეგები დაიწყება.კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები პირველი კურსის დასასრულს. შემდეგ ზაფხული და ახალი კურსი, ახალი ლექტორები. იქამდე კი საფიქრალი უამრავ რამეზე მაქვს.
ოთახში სითბო იყო, მე კი სქელი ჰუდი მეცვა წარწერით 'once in a lifetime'. მომწონს პატარა და ლამაზი გამონათქვამები, ან თუნდაც წარწერები, ჩემი სამეცადინო რვეულებს ფურცლის კუთხეებში სულ ნახავთ უაზრო ნაჯღაბნებს შორის მიმალულ ფრაზებს.
ბრონტემ, შექსპირმა, ვერნიმ, ორველმა, ჰარდმა და ჰაქსლიმ, ცხოვრებისეულ ნაწარმოებთა ერთად სხვა თუ არაფერი, შეუდარებელი ფრაზების და გამონათქვამების რვეული მაინც შემძინეს.
ყოველთვის, როდესაც ახალ წიგნს დავასრულებ, კითხვის პერიოდში მონიშნულ ფრაზებს ლამაზ ბლოკნოტში ვიწერ.
უბრალოდ, ბავშვობის ჩვევაა. დედა პირველ კლასში მაძალებდა სიტყვების ამოშინაარსებას თითისოდენა ტექსტებიდან, ახლა კი წიგნების ამოშონაარსებამ ჩაანაცვლა ეს.თავისუფალ დროს ალბად სხვას ვერაფერს ვინატრებ, რა თქმა უნდა ჭიქა ცხელ ჩაისთან და თბილ გარემოსთან ერთად.
ერთი საათი არ იყო გასული რომ ოთახში ლივი შემოვიდა. რაღაცნაირად დამწუხრებული ჩანდა.
გულში გამკრა იმის გააზრებაზე რომ მას რაღაც აწუხებდა.
მას შემდეგ რაც მომეხვია საწოლზე ჩემს წინ დაჯდა.
YOU ARE READING
Devil Eyes (შეწყვეტილი)
Fanfiction*** -რაღაც გაკავებს,ასეა არა? წასვლისგან რაღაც გაკავებს. -ა-რა -ხმააკანკალებულმა ძლივს ვთქვი და მთელი არსებით ვცადე თავი ჩახრილი დამეტოვებინა. -მაშინ კიდევ აქ რატომ დგახარ?!-დამიყვირა... ნეტავ მე ვიცოდე ამ კითხვის პასუხი ლიამ. -მე.. მე უბრალოდ... -ი...